როგორც “გურია ნიუსისთვის” გახდა ცნობილი, გუშინ, ოზურგეთისკენ მომავალი მატარებელი თბილისი-ოზურგეთი-თბილისი წიფის სარკინიგზო გვირაბთან ახლოს რამდენიმე საათით გაჩერდა, რის გამოც ოზურგეთში სამი საათით დაგვიანებით ჩამოვიდა. ადიდებულმა მდინარე ჩხერიმელამ მწყობრიდან გამოიყვანა სარკინიგზო ლიანდაგი და წაიღო ხიდი.
_ ადიდებულმა მდინარე ჩხერიმელამ მნიშვნელოვნად დააზიანა სარკინიგზო ლიანდაგი და წაიღო ხიდი. მატარებლის მოძრაობაც შეჩერებული იყო, გვიან ღამით აღადგინეს სარკინიგზო მიმოსვლა. ამ ეტაპზე იმ მონაკვეთზე ერთი ლიანდაგი მუშაობს. საშინელება ვნახეთ _ ისეთი სტიქია ტელევიზორშიც არ მინახავს. ამ პატარა მდინარე მნიშვნელოვნად დააზიანა ყველაფერი, დაზარალდა მოსახლეობაც. საბედნიეროდ, მსხევრპლი არ არის, _ გვითხრეს სატელეფონო საუბრისას სოფელ წიფადან.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, სოფელ წიფაში, მთიდან უეცრად მოვარდნილმა ღვარცოფმა ნათესები მთლიანად წაიღო და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაანგრია.