პოლონეთის რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები ქართველებს გამოცდილებას უზიარებენ. შეხვედრა, რომელსაც პოლონეთისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებიან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ გახსნა.
მინისტრის განცხადებით, თვითმმართველობაში არსებული პრობლემები თავად ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა მოაგვაროს და მათ ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმება გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით არ უნდა სჭირდებოდეთ. დავით ნარმანიას განმარტებით, უკვე 6 თვეა საქართველოში პოლონელი ექსპერტი მუშაობს, რომელიც დაეხმარება ქართულ მხარეს თვითმმართველობის რეფორმის განხორციელებაში და სხვადასხვა საერთაშორისო გამოცდილებასთან ერთად, ძირითადი ბაზა, რაზეც საქართველოს თვითმმართველობის რეფორმა აეწყობა, სწორედ თვითმმართველობის პოლონური მოდელი იქნება.