შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებსა და 2013 წლის 27 ოქტომბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას, მავთულხლართების გავლების საკითხსა და რუსეთის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების არ შესრულებას, ასევე ვილნიუსის “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტს.
პოლონურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის, ასევე, “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ვილნიუსის სამიტზე ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებისა და ევროკომისიის არსებული მანდატის ამოწურვამდე მის ხელმოწერასთან დაკავშირებით.