კუჭატნის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ბევრჯერ ყოფილა დაპირება როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების მხრიდან, მაგრამ დაპირება დღემდე დაპირებად რჩებოდა.
ახლახანს ნგრევის პირას მისული ტაძრით კულტურის სამინისტრო დაინტერესდა. ხალხს იმედი გაუჩნდა და უკვე მერამდენედ სოფლის მოსახლეობა ტაძრის აღდგენას ითხოვს.
როგორც ცნობილი ხდება, კუჭატანში მალე რესტავრატორები ჩავლენ, ადგილზე შეისწავლიან ტაძარს და უახლოეს ხანებში რესტავრაციაც დაიწყება. ამ ინფორმაციას კუჭატნის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული გელა გოგილაშვილი ადასტურებს და ამბობს, რომ სოფელში ჩასულები იყვნენ ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებმაც მოსამზადებელი სამუშაოები, აზომვები ჩაატარეს და მალე ტაძრის აღდგენა დაიწყება.