იმ 81 ახალი ამბულატორიიდან, რომლის აშენებაც საქართველოს ჯანდაცვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით გადაწყდა, 19 ამბულატორია გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში აშენდება.
“ჯანმრთელობის დაცვა ამ ადამიანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. კომისიამ დღეს მოისმინა, ასევე, ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ამ სოფლებში სამედიცინო პერსონალის გადამზადება იგეგმება,” _ განაცხადა კომისიის თანათავმჯდომარე, საქართველოს რეიგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ.
როგორც კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებთა სოციალურ მდგომარეობას სწავლობენ.