კურსის თემა ელექტრონული მმართველობა და კიბერ-უსაფრთხოება გახლდათ. თემის აკტუალობიდან გამომდინარე ლექციებს საჯარო კონკურსის შედეგად მიღებული ახალი თანამშრომლების, რეზერვსა და სტაჟირებაზე მყოფი პირების გარდა, ასევე უწყების IT-განყოფილების კადრებიც დაესწრნენ.
ივარ ტალომ ხაზი გაუსვა ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიც ქართულ სახელმწიფო სტრუქტურებზე 2008 წელს, აგვისტოს ომის დაწყებამდე განხორციელებული კიბერ შეტევა იყო. ასევე ისაუბრა ესტონეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე კიბერ უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების მისაღწევად. ივარ ტალო სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ესტონეთის პარლამენტში, ასევე წარმოადგენდა გაერთიანებული ერების კვლევისა და გადამზადების საერთაშორისო ორგანიზაციას.
საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრში გრძელდება “დიპლომატიური კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები 2013”. პროგრამის ფარგლებში სასწავლო ცენტრს ასევე ესტუმრნენ და სხვადასხვა კურსები წიკითხეს ესტონეთის პრემიერ მინისტრის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში მარტ ვოლმერმა და ესტონეთის დიპლომატიური სკოლის დირექტორის მოადგილემ ვაჰურ მეიდმა.