ცვლილებებია მოსალოდნელი ფუნქციებსა და ბიუჯეტშიც. სიგუას განცხადებით დასაქმებულთა რიცხვიც გაიზრდება. განვითარდება ტურისტული ინფრასტრუქტურა და ქვეყნის მასშსტაბით რამდენიმე ტურისტული სერვის-ცენტრიც აშენდება.
მისივე თქმით, ტურიზმის სფეროდან შემოსავალმა მიმდინარე წელს ქვეყნის ბიუჯეტში 2,2 მილიარდი ლარი შეადგინა, წლის ბოლომდე კი ამ თანხის 3 მილიარდამდე გაზრდას ვარაუდობენ.
“საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში დღესდღეობით 32 საშტატო თანამშრომელი მუშაობს, გაისად 71 იქნება. სტრუქტურა იცვლება და იზრდება. იზრდება დასამქეუბლთა რაოდენობა, ფუნქციები და ბიუჯეტიც. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ძირითადი ფუნქციები არა მხოლოდ საერთაშორისო ნაკადებზე ზრუნვა, არამედ, შიდა ნაკადების სტიმულირებაც იქნება.
რასაკვირველია, ჩვენ უფრო აქტიურად ვიმუშავებთ მიზნობრივ ბაზრებზე, ვიდრე ვმუშაობდით წელს. იმიტომ, რომ ბიუჯეტი და დასახარჯი თანხა გაცილებით მეტი გვექნება. დანარჩენ ორ მიმართულებას გამოვყოფ: ეს არის მომსახურების ხარისხზე ზრუნვა, რაც ქართულ ტურისტულ ობიექტებში პირადად ჩემთვის არ არის დამაკმაყოფიელბელი და ეს ხარისხი აუცილებლად გაუმჯობესდება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით და სტიმულირებით. ასევე, გაუმჯობესდება ტურისტული ინფრასტრუქტურა. რამდენიმე მშენებლობა უკვე წამოწყებული გვაქვს, ეს არის ტურისტული სერვის-ცენტრები. ასეთი იქნება უფრო მეტი, ვიზრუნებთ ტურისტულ ინფრასტრუქტურაზე და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება.
საქართველოში ტურიზმმა წელს 2, 2 მილიარდ ლარზე მეტი მოიტანა, წლის ბოლოსთვის ეს შედეგი დაახლოებით 3 მილიარდ ლარამდე გაიზრდება. 7 პროცენტი არის მთლიან შიდა პროდუქტში ტურიზმის წილი, გაზრდის პოტენციალი ამ წილსაც აქვს.
2014 წელს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ექნება გაცილებით მეტი ბიუჯეტი, ვიდრე ჰქონდა 2013 წელს. ჩვენ მოთხოვნილი გვაქვს 21 მილიონი ლარი, ხოლო წელს ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით, 6,5 მილიონი ლარი გვქონდა,” _ განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ.