სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას „მაკაროვი“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, შაშხანა და შაშხანის 15 საბრძოლო ვაზნა, კალაშნიკოვის სისტემის იარაღის 6 საბრძოლო ვაზნა, გეკოს ტიპის იარაღის 7 ვაზნა და ასევე, სხვადასხვა ტიპის იარაღის დაშლილი ნაწილები ამოიღეს.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).