(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ გასული კვირის ოთხშაბათს, ოზურგეთში გურიის ინვალიდთა ასოციაციაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების დაცვის დღე აღინიშნა. ასოციაციის ბენეფიციარებმა, წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სამრევლო სკოლასთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ “კრიალოსანთან” და გიტარისტ გიორგი გოგოლაშვილთან ერთად, კონცერტი გამართეს. კონცერტის დასაწყისში ბენეფიციარები და იქ დამსწრე საზოგადოება მამა მათემ (გორდელაძე) დალოცა. დასასრულ, ცნობილი გახდა, რომ მსგავსი კონცერტის მოწყობა მომავალ თვეშიც იგეგმება _ ბენეფიციარებს ამ ეტაპზე პარტნიორობას ჟურნალისტები გაუწევენ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved