მთავარმა პროკურატურამ თსუ-ს სისხლის სამართლის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებს სთხოვა, შეემუშავებინათ რეკომენდაციები თაღლითობის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ყურადღება გაემახვილებინათ ისეთ საკითხზე, როგორიცაა ზღვარის გავლება თაღლითობებსა და სამოქალაქო-სამართლებრივ დავებს შორის.
რეკომენდაციის მიზანია პროკურორებისა და გამომძიებლებისთვის პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა თაღლითობებისა და სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობების გამიჯვნის დროს. საკითხის შესწავლას საფუძვლად დაედო თბილისის პროკურატურიდან მიღებული ინფორმაციები თაღლითობის სისხლის სამართლის საქმებთან დაკავშირებით.