კითხვაზე, რას ფიქრობს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე, კირთაძემ განაცხადა, რომ პრემიერი იმდენად დაიღალა, რომ უკვე მცდარ განცხადებებს აკეთებს.
“მან გუშინ განაცხადა, რომ მარგველაშვილი 60-65 პროცენტით გაიმარჯვებს, ეს მოწოდებაა. არ შეიძლება, პრემიერმა ესა თუ ის კანდიდატი პირადი შეფასებებით შეამკოს. პრემიერი არ არის მზად კრიტიკის მოსასმენად. ბიძინა ივანიშვილს დებატებში ვიწვევ,” _ განაცხადა კირთაძემ.
პრეზიდენტობის კანდიდატმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზეც ისაუბრა.
“მთელი საქართველო მოვიარე, ყველა კუთხის მოსახლეობას შევხვდი და დავინახე, რომ ხალხს ყველაფერზე ხელი აქვს ჩაქნეული… რეალურად რომ ვიმსჯელოთ, არჩევნების შემდგომი პერიოდი საკმაოდ რთული იქნება. ბიძინა პილიტოკიდან მიდის, გვრჩება ქაოსური ქვეყანა, ხალხმა უნდა გაიაზროს, რომ საჭიროა იმ პარლამენტის შეცვლა, რომელიც 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მივიღეთ. სწორედ ამიტომ, საჭიროა ხალხმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოითხოვოს.
მინდა, მოვუწოდო საქართველოში მცხოვრებელ ყველა ადამიანს, ნუ ჩაიქნევთ ხელს და მიდით არჩევნებზე. მოგიწოდებთ ხმა მომცეთ მე, ნესტან კირთაძეს, რადგან ერთად წავიდეთ საქართველოს უკეთესი მომავლის გზაზე,” _ განაცხადა ნესტან კირთაძემ.