მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონის განხილვა პრემიერ-მინისტრთან შედგა.
“ჩვენ ვაპირებთ, რომ კანონპროექტი საერთაშორისო ორგანიზაციებში გავაგზავნოთ. ძირითადად არის ევროსაბჭო ვინც პასუხისმგებელი უწყებაა და ვისთანაც შეთანხმება ამ კანონპროექტის არის აუცილებელი. ოღონდ გაიგზავნება ეს მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობაზე განიხილება ეს საკითხი. გუშინ პრემიერთან ერთ-ერთი რიგითი სამუშაო შეხვედრა იყო, სადაც ძირითადი მიმართულებები და შესაჯერებელი საკითხები განვიხილეთ. რასაკვირველია, თანამშრომლობა იქნება როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ისევე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან”, – განაცხადა ნარმანიამ.
მისივე თქმით, რისკები მინიმუმამდე არის შემცირებული. აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით რამდენიმე სამინისტროს ჰქონდა შენიშვნა და საქმიანი წინადადებები, თუმცა ყველა მათგანი განიხილეს და გაიარეს.