“აბიტურიენტები (რომლებმაც 2013 წელს გადალახეს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ რანჟირების დოკუმენტის მიხედვით, ვერ განაწილდნენ სარეგასტრაციო განცხადებაში მითეთებულ ვერცერთ საგანმანალებლო პროგრამაზე ) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების თავისუფალ ადგილებზე (რომლებზეც 2013 წლის რანჟირების დოკუმენტით არ მოხდა აბიტურიენტთა გადანაწილება) განმეორებითი რეგისტრაციის ვადის განსაზღვრის თაობაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ბრძანებს:
1. აბიტურიენტებს , რომლებმაც 2013 წელს გადალახეს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ რანჟირების დოკუმენტის მიხედვით ვერ განაწილდნენ სარეგასტრაციო განცხადებაში მითეთებულ ვერცერთ საგანმანალებლო პროგრამაზე, უფლება აქვთ, უმაღლესი საგანმამნთლებლო პროგრამის/პროგრამების თავისუფალ ადგილებზე, რომლებზეც 2013 წლის რანჟირების დოკუმენტით არ მოხდა აბიტურიენტთა გადანაწილება, განმეორებითი რეგიტრაცია გაიარონ 2013 წლის 21 ოქტომბრიდან 2013 წლის 3 ნოემბრის ჩათვლით.
2. დაევალოს საზოგადოებასთან ურთოიერთობის დეპარტამენტს, ამ ბრძანების გამოქვეყნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
3. ბრძანება ძალიაშია ხელმოწერისთანავე.
საუბარია დაახლოებით 700 აბიტურიენტზე, რომლებიც უკვე დიდი ხანია ელოდებიან განათლების მინისტრის ამ ბრძანებას. აქვე შეგახსენებთ, რომ ამ კატეგორიიის აბიტურიენტები, რომლებზეც ბრძანებაშია საუბარი, სწავლას მეორე სემესტრიდან დაიწყენებენ.