შეხვედრაზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტმა წარმოადგინა მოქმედ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები, რომელთა გამოც კრიზისული სიტუაციებში, სამედიცინო ჩვენების შემთხვევაში, პატიმრებისთვის ადეკვატური ფსიქიატრიული დახმარების აღმოჩენა დროულად ვერ ხერხდება და ხშირ შემთხვევაში მისი ჩატარების შესაძლებლობა 3 კვირის ან 1 თვის დაყოვნების შემდეგ არის შესაძლებელი. აღნიშნული დაყოვნება საფრთხეს უქმნის ფსიქიკური აშლლილობის მქონე პატიმრის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნული პრობლემის არსებობა დაადასტურეს და რეგულირებაში ცვლილებების შეტანის საჭიროებაზე შეთანხმდნენ. შეხვედრის შედეგებს და საკანონმდებლო ცვლილების დამუშავებულ, შეთანხმებულ ვერსიას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს გადაუგზავნის.