მონაცემების თანახმად, 2013 წლის III კვარტალის ბოლოს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობა 9085 დაფიქსირდა, რაც 2012 წლის III კვარტალის ბოლო მაჩვენებელთან (22299) შედარებით 13214 (59.3%-ით) ერთეულით შემცირდა.
2013 წლის III კვარტალის განმავლობაში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განთავსებულ მსჯავრდებულებზე სასჯელის ვადის გასვლამდე გავრცელდა 990 სხვადასხვა სახის შეღავათი, რაც 2012 წლის III კვარტალის იგივე მაჩვენებელთან (478) შედარებით 500 ერთეულით გაიზარდა.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასჯელაღსრულების სისტემაში გატარებული სხვადასხვა სახის ღონისძიებების შედეგად, ასევე საგრძნობლად შემცირდა გარდაცვალების მაჩვენებელი.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2013 წლის III კვარტალის განმავლობაში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გარდაცვალების 5 შემთხვევა დაფიქსირდა.
2013 წლის გარდაცვალების მაჩვენებელი (5) 2012 წლის III კვარტალის გარდაცვალების მაჩვენებელთან (8) შედარებით 3 (37.5%-ით) ერთეულით შემცირდა.
2013 წლის III კვარტალის განმავლობაში ამნისტირებულ იქნა 14 ბრალდებული/მსჯავრდებული, ხოლო 2012 წლის განმავლობაში ამნისტია არ განხორციელებულა.
2013 წლის III კვარტალის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შეწყალებულ იქნა 244 მსჯავრდებული , ხოლო 2012 წლის III კვარტალის განმავლობაში 246.
2013 წლის III კვარტალის განმავლობაში სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიისა და ადგილობრივი საბჭოების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ 539 მსჯავრდებულის მიმართ, რაც 2012 წლის III კვარტალის მაჩვენებელთან (185) შედარებით 354 ერთეულით გაიზარდა. პირობით ვადამდე გათავისუფლების 2012 წლის III კვარტალისა და 2013 წლის III კვარტალის მონაცემთა თანაფარდობა საანგარიშო პერიოდის თვეებისა და გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოთა მიხედვით ასახულია შემდეგ დიაგრამაზე:
2013 წლის III კვარტალის განმავლობაში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები ჯანმრთელობისა და ხანდაზმულობის ასაკის გამო დატოვა 38-მა მსჯავრდებულმა, რაც 2012 წლის III კვარტალის ბოლო მაჩვენებელთან (47) შედარებით 9 ერთეულით შემცირდა.
რაც შეეხება არასაპატიმრო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სტატისტიკას, 2013 წლის III კვარტალის ბოლოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს აღრიცხვაზე მყოფ პირობით მსჯავრდებულთა რაოდენობა 17349 დაფიქსირდა, რაც 2012 წლის III კვარტალის ბოლო მაჩვენებელთან (38446) შედარებით 21097 (54.9%-ით) ერთეულით შემცირდა.
სტატისტიკის თანახმად, პირობით მსჯავრდებულთა რაოდენობა საანგარიშო პერიოდის თითოეულ თვესთან მიმართებაში მნიშვნელოვნად შემცირდა.
2013 წლის III კვარტალის განმავლობაში ამნისტირებულ იქნა 186 პირობით მსჯავრდებული, ხოლო 2012 წლის განმავლობაში ამნისტია არ განხორციელებულა.