https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი: არავის სჯერა, რა წარმატებას მივაღწიეთ, 48 ლიდერი ერთბაშად გაქრა

    ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

    ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

    ომანის სანაპიროსთან ნავთობტანკერზე თავდასხმა მოხდა

    რუსეთმა დონეცკის ოლქი დაბომბა

    ირანში აშშ-ს საელჩოზე შტურმი სცადეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ყოფილი სამხედრო აეროდრომი _ მოსახლეობის უბედურების ზონა!

4:10; 22.10.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

რომლებიც მრავალტონიან ავზებში იყო მოთავსებული. ეს იყო რეაქტიული საწვავი _ მელანჟი და სამინი, რომელიც სარაკეტო წვრთნების დროს მხოლოდ რაკეტებისთვის გამოიყენებოდა და მისი სხვა დანიშნულებით მოხმარება გარკვეულ საფრთხეებთან იყო დაკავშირებული. ამ ტერიტორიას, ვიდრე სამხედრო ბაზა მოქმედი იყო, 24-საათიანი გაძლიერებული დაცვა იცავდა, შემდეგ კი უმეთვალყურეოდ მიტოვებულ ავზებს მოსახლეობამ სარქველი მოხადა და სწორედ მაშინ დაიწყო მათი უბედურება: ინტოქსიკაციები, ონკოლოგიური დაავადებების სიმრავლე, დაქვეითებული მხედველობა, გადამხმარი ციტრუსი, დაბინძურებული ეკოლოგია…. ეს მერიისთვის ჩვეულებრივ ყოველდღიურობად იქცა.

_ მდგომარეობა რომ ძალიან რთულია, დიდი ხანია ყველამ იცის, მაგრამ ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ მოიცალა ამ პრობლემის მოსაგვარებლად; არადა, უკიდურეს განსაცდელში მყოფი ადამიანები დაუყოვნებლივ საჭიროებენ დახმარებას. წლებია ამ საკითხთან დაკავშირებით მრავალი მედიასაშუალებით მიეწოდა ინფორმაცია ფართო საზოგადოებას, მაგრამ მხოლოდ ჟურნალისტთა ძალისხმევა არ არის საკმარისი ამ პრობლემის გადასაჭრელად. სოფელ მერიის საკრებულოს მდივანი, აწ გარდაცვლილი ნინო ვასაძე ამ საქმეს შეეწირა. მრავალმა ადამიანმა მოინდომა გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფი ხალხის დახმარება, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრი მათგანი დაიღუპა. სპეციალისტთა განმარტებით, თანდათან იზრდება და ახალგაზრდავდება ონკოლოგიურ ავადმყოფთა რიცხვი. როგორც ამბობენ, წინა წლებთან შედარებით გაზრდილია წელიწადში დაღუპულთა პროცენტული რაოდენობა. თუ დროულად არ იქნა ჩატარებული კომპლექსური გამოკვლევა იმ ტერიტორიის, სადაც ადრე სოფელ მერიაში ყოფილი სამხედრო ბაზა იყო, შედეგი შეიძლება გაცილებით სავალალო იყოს! _ აცხადებს “გურია ნიუსთან” საუბრისას ჟურნალისტი გოჩა ჭანიშვილი, რომელიც ამ საკითხით წლებია დაინტერესებულია.

_ ეს პრობლემა, როგორც კი შეიქმნა, მაშინვე ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის. იმ წლებში (საუბარია 90-იან წლებზე), ნაკლებად ეცალათ მსგავსი პრობლემების მოსაგვარებლად, მაგრამ როცა მერიის ყოფილ სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე იარაღის საწყობი აფეთქდა, გაზეთ “ალიონში” გამოქვეყნდა ჟურნალისტ დათო კუტუბიძის ვრცელი სტატია “გურია დენთის ნაღმზე”, რომელშიც მოსალოდნელ პრობლემებზეც იყო საუბარი. საზოგადოება მოითხოვდა ყურადღება მიექციათ ამ საკითხისთვის, მაგრამ არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.

“ვარდების რევოლუციის” შემდეგ, მმართველი პარტიის ოფისში თხოვნით მოვიდა სოფელ მერიის საკრებულოს მდივანი, ნინო ვასაძე და დახმარება მთხოვა. გავეცანი მის ხელთ არსებულ მასალას და დავრწმუნდი, რომ ეს საკითხი დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებდა. დავიწყე დამატებით ინფორმაციის მოძიება და სწორედ მას შემდეგ ჩემი ცხოვრება დანაღმულ ველზე სიარულს დაემსგავსა. საქმე იმაშია, რომ ვინც ამ პრობლემის შექმნას მისცა სათავე, ჩათვალეს, რომ მე დაკარგული მატერიალური ღირებულების გამოძიებას ვცდილობდი. საქმე იმაშია, არც მაშინ და არც ახლა ეს საკითხი ჩემს კომპეტენციაში არ შედის. ნამდვილად არ მაინტერესებს რა არის დაკარგული და ვინ რა მიითვისა, ერთადერთი რის სურვილიც მქონდა და მაქვს არის ის, რომ ამ გაუსაძლის მდგომარეობაში ჩავარდნილი ხალხისთვის მიექციათ სათანადო ყურადღება.

ხალხის ასეთი მძიმე მდგომარეობა გამოიწვია იმან, რომ უკვე გაძარცულ და იავარქმნილ ტერიტორიაზე ადგილობრივმა მოსახლეობამ ჯართის მოპოვების მიზნით რკინის ნარჩენების შეგროვება დაიწყო. სწორედ მაშინ მიაგნეს მიწაში დამარხულ სარაკეტო სითხეებს, რომლებიც მრავალტონიან ავზებში იყო მოთავსებული. ეს იყო რეაქტიული საწვავი მელანჟი და სამინი, რომელიც სარაკეტო წვრთნების დროს მხოლოდ რაკეტებისთვის გამოიყენებოდა და მისი სხვა დანიშნულებით მოხმარება გარკვეულ საფრთხეებთან იყო დაკავშირებული. მინდა აღვნიშნო, რომ ამ ტერიტორიას, ვიდრე სამხედრო ბაზა მოქმედი იყო, 24-საათიანი გაძლიერებული დაცვა იცავდა, შემდეგ კი უმეთვალყურეოდ მიტოვებულს მოსახლეობამ სარქველი მოხადა და სწორედ მაშინ დაიწყო მათი უბედურება.

_ იქნებ, კონკრეტულად გვითხრათ, რა უბედურება გამოიწვია ამ საწვავის მოპოვებამ?

_ როცა ავზებს სარქველი მოხადეს, ხალხმა არ იცოდა, რა დანიშნულებით გამოეყენებინა ეს საწვავი. ბევრმა ლამფაშიც კი ჩაასხა; მოგეხსენებათ, იმ დროს უშუქოდ იყო დარჩენილი მთელი საქართველო და ხალხს ეგონა, გვეშველაო, მაგრამ უკვე დილით ბევრ მათგანს მხედველობა დაქვეითებული ჰქონდა. გარდა ამისა, ჯანმრთელობის სხვა პრობლემაც რომ გამოიკვეთა, მოსახლეობამ თვითდაკვირვება აწარმოა და დარწმუნდნენ, რომ სწორედ ეს მათთვის უცნობი საწვავი უქმნიდათ საფრთხეს.

აღმოჩნდა, რომ ავზზე მათ მიერ გაკეთებული სარქველი უკვე დამდნარიყო და დახმარებისათვის ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართეს. საკრებულოს მდივანი, ნინო ვასაძე აქტიურად ჩაება ამ საკითხის გარკვევაში. მოსახლეობის მოთხოვნით ოზურგეთის რაიონის საკრებულოს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ გაგზავნა მოთხოვნა თავდაცვის სამინისტროში, ტერიტორიის კომპლექსურად შესასწავლად. თავდაცვის სამინისტროდან მოვიდა განმარტება, რომ ეს ტერიტორია მათ ბალანსზე არ ირიცხებოდა და ეკონომიკისა და ქონების მართვის სამინისტროს კუთვნილება იყო. ამ სამინისტროდან კი ასეთი შინაარსის წერილი მოვიდა _ ქონება გინდ იყიდეთ, გინდ გაყიდეთ, ან რაც გინდათ ის უყავითო! იქ არსებული პრობლემა რომ მათ არ ეხებოდა, ეს თავისთავად ცხადი იყო ამ პასუხიდან გამომდინარე. საქმე კიდევ უფრო იმან გაართულა, რომ თანდათან იმატა სხვადასხვა სახის დაავადებებმა. მეცნიერთა გარკვეული კვლევის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება ამ საშიში საწვავის ორივე კომპონენტის განადგურების შესახებ, რადგან მათი სულ მცირე რაოდენობით შეერთება უდიდეს საფრთხეს შეუქმნიდა არა მხოლოდ გურიას, არამედ დასავლეთ საქართველოს.

მოკლედ, დაიდო დასკვნა, რომ ეს საწვავი მეტად საშიში იყო ცოცხალი ორგანიზმისათვის და აუცილებელი იყო მისი გარდაქმნა და სხვა სახის მიცემა. შეიძლებოდა მისგან წარმოებულიყო აზოტოვანი სასუქი, მაგრამ არასაკვები პროდუქტებისათვის. მოხდა ისე, რომ მრავალგზის მოთხოვნის შემდეგ, სოფელ მერიაში ჩამოვიდა ფიზიკა-ქიმიის გაერთიანებული ლაბორატორია თბილისიდან. ამ ლაბორატორიამ ერთ-ერთი კომპონენტისგან ადგილზე აწარმოა აზოტოვანი სასუქი და მოსახლეობაში დაარიგა. სწორედ იმ წელს მოვიდა მერიასა და გოგორეთში ციტრუსის დიდი მოსავალი და როგორც მოსახლეობა იხსენებს, ერთი ცალი მანდარინი თითქმის 300 გრამი იყო, ხოლო ფორთოხალი ნახევარ კილოგრამს აღემატებოდა. მომდევნო წელს ხემ კურკანტელას ტოლი ნაყოფი მოისხა, ხოლო მესამე წელს ციტრუსის ხე გახმა. მუტანგენებით სავსე ამ პროდუქტს ფართო მოხმარება ჰქონდა იმ წელს და, რა თქმა უნდა, უკვალოდ არ ჩაუვლია. მას შემდეგ კიდევ უფრო გავრცელდა სხვადასხვა სახის დაავადებები. ამბობენ იმასაც, რომ საწვავის გარკვეული რაოდენობა დაიღვარა და ნიადაგს შეერია. იმ ტერიტორიის დიდი ნაწილი მოსახლეობას საყანე ფართობებად დაურიგეს. იქ რომ უამრავი პრობლემაა დაგროვილი და ხალხი მართლაც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს ეს ბევრმა სპეციალისტმა დაასკვნა, ბევრჯერ ითქვა და ბევრჯერაც დაიწერა, მაგრამ პრობლემა ისევ მოუგვარებელია და ისევ უმძიმესია იქ არსებული სიტუაცია.

_ ბატონო გოჩა, იქნებ დააკონკრეტოთ რა სახის დაავადებებმა იჩინა თავი და რატომ არ ხერხდებოდა ამ საკითხის მიმართ უფრო მეტი ყურადღების მიქცევა?

_ პირველ ეტაპზე, ინტოქსიკაციური დავადებები გამოვლინდა, ხოლო შემდეგ ონკოლოგიურმა დაავადებებმა იჩინა თავი. იმ წლებში მეტად რთული იყო დაავადებების გამოკვლევა და მოსახლეობამ დიდი დანაკლისი განიცადა. ვიდრე სტატისტიკური აღრიცხვა მიმდინარეობდა, ცნობილი იყო თუ რა ოდენობის ონკოლოგიური ავადმყოფი დაიღუპა. დღეს, სამწუხაროდ სტატისტიკა არ წარმოებს. მინდა ისიც ვთქვა, რომ თბილისში უამრავ ადამიანს დავუკავშირდი, რომლებიც წარმოშობით ოზურგეთიდან არიან, მათ შორის იყო მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ონკოლოგი ციცო ხარაიშვილი. ძალიან დიდი ყურადღებით მომისმინა ქალბატონმა ციცომ და ისიც აღნიშნა, რომ ეროვნულ ონკოლოგიურ ცენტრში ავადმყოფები იმ რეგიონებიდან ჭარბობენ, სადაც ყოფილი საბჭოთა ბაზები იყო. მეტი რაღა უნდა ვთქვა, სპეციალისტები ადასტურებენ, რომ საკითხი მწვავეა და სასწრაფოდ მოსაგვარებელი.

_ ნუთუ ამ წლების განმავლობაში არ გამოჩნდა ადამიანთა გუნდი, რომლებიც ძირეულად შეისწავლიდა ამ პრობლემას და შეეცდებოდა მის მოგვარებას?

_ ზემოთაც ვთქვი, რომ ბევრი ადამიანი შეეცადა მხარში ამომდგომოდა ამ საკითხის მოგვარებაში, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრი მათგანი გარდაიცვალა, ზოგიერთი კი არ აღმოჩნდა იმ შესაძლებლობის, თანამდებობრივ მდგომარეობას ვგულისხმობ, რომ საკითხი ბოლომდე მიგვეყვანა. სულაც არ მინდა პოლიტიზირებული სახე ჰქონდეს ამ მწვავე თემას, მაგრამ სამწუხაროდ, ვერა და ვერ ავუარეთ გვერდი პოლიტიკას, რადგან ქვეყანაში მიმდინარე დაულაგებელი სიტუაცია ყოველთვის უკანა პლანზე წევდა ამ საკითხის მოგვარებას.

_ ახლა რა ეტაპზეა ეს საკითხი?

_ ვერ გეტყვით! მხოლოდ ერთი შემიძლია ვთქვა: მრავალი ჩემი კოლეგაა დაინტერესებული ამ საკითხით. ვიცი, რომ ჟურნალისტთა ჯგუფი სულ მალე თბილისიდან ჩამოვა და შეეცდება ამ საკითხის შესწავლას. კარგი იქნება ამ საკითხით ხელისუფლება დაინტერესდეს და ერთხელ და სამუდამო მოხდეს სრული გამოკვლევა ამ პრობლემის და ხალხის სასიკეთოდ გადაწყვეტა. პოლიტიკამ არ უნდა გადაფაროს პრობლემა, რომელიც სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

კიდევ ერთი ტაძარი იკურთხა

ივანიშვილი სააკაშვილზე: "სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება, რა თქმა უნდა, შეიძლება"

ყველა სიახლე

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: არავის სჯერა, რა წარმატებას მივაღწიეთ, 48 ლიდერი ერთბაშად გაქრა

22:21; 1.03.2026
პოლიტიკა

რის შესახებ ესაუბრა ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს

22:13; 1.03.2026
საზოგადოება

სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში, შეექმნება თუ არა საფრთხე სხვის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, სადაც ცხოვრობთ – იურისტის განმარტება

18:31; 1.03.2026
პოლიტიკა

განიხილავს თუ არა “გახარია საქართველოსთვის” ოპოზიციასთან გაერთიანებას – რას ამბობს ტატა ხვედელიანი

18:16; 1.03.2026
პოლიტიკა

„შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები ამოქმედდა

17:14; 1.03.2026
საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევა გორში – ვიდეო ადგილიდან

16:39; 1.03.2026
სპორტი

ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტაშკენტის ,,გრანდ სლემის” ვიცე-ჩემპიონია

16:33; 1.03.2026
საზოგადოება

როდის გამოიდარებს საქართველოში? – პროგნოზი უახლოესი დღეებისთვის

16:22; 1.03.2026
საზოგადოება

თბილისის მერია: უხვი ნალექის გამო დედაქალაქში გარკვეული პრობლემები შეიქმნა

16:00; 1.03.2026
საზოგადოება

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან 20-ზე მეტი ფრენა გაუქმდა

15:21; 1.03.2026
საზოგადოება

სამხრეთ საქართველო და გაზაფხული:  „1 მარტს თოვლის ნაბდით დახვდა“

15:03; 1.03.2026
მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

14:57; 1.03.2026
მსოფლიო

ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

14:49; 1.03.2026
საზოგადოება

კლდოვანი მასა ჩამოვიდა – აკრძალულია მოძრაობა

14:22; 1.03.2026
საზოგადოება

საბურთალოზე კედელი ჩამოიშალა

14:19; 1.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

10:16; 27.02.2026
0

“რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

10:11; 27.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო