(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ 18 ივნისს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში (ნიკო ფიროსმანაშვილის სოფელი) ჩატარდა რიგით მერვე ფესტივალი “არტ-გენი 2011”, რომელზეც მიწვეულნი იყვნენ ფოლკლორული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან. სპეციალური მოწვევით ფესტივალში მონაწილეობდა ოზურგეთის მუნიციპალური კულტურის ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული ანსამბლი “იადონი” (ხელმძღვანელი ბიძინა მჟავია, ქორეოგრაფი ვაჟა ახვლედიანი). ანსამბლ “იადონის” მიერ შესრულებული იქნა 4 სიმღერა, ორი ცეკვის თანხლებით, რამაც მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. ანსამბლი “იადონი” მონაწილეობას მიიღებს 26 ივნისს ფოთში დაგეგმილ არტ-გენის კონცერტში, სადაც გურული მომღერლები რამდენიმე სიმღერას შეასრულებენ.