აღნიშნული მომსახურების მიზანი მხუთავი აირის (CO) და ხანძრის კერის წარმოქმნისთანავე საფრთხის ფატალური შედეგების დადგომამდე პრევენციაა.
სერვისი ეფექტურია, რადგან სისტემა მანამდე რეაგირებს, ვიდრე ადამიანი შეიგრძნობს საფრთხეს. განგაშის სიგნალი ავტომატურად შემოდის “112”-ში და აღნიშნული სამსახური უმოკლეს დროში აგზავნის სახანძრო-სამაშველო, საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებს, რაც მაქსიმალურად ამცირებს ინციდენტის ლიკვიდაციის ვადას.