შეხვედრაზე გაინიხილეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის აქტუალური საკითხები, ნატო-საქართველოს ურთიერთობის დინამიკა და 2014 წლის ნატო-ს სამიტთან დაკავშირებული მოლოდინები.
“განვიხილეთ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ნაბიჯები ყოველწლიური ეროვნული პროგრამის შესრულების კუთხით, რომელიც ძალიან მაღალ დონეზე იქნა შეფასებული ნატო-ელი პარტნიორების მხრიდან. ასევე, საქართველოს გეგმები ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით. მომავალი წლის ნატო-ს სამიტი დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ლონდონში იქნება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი. მიმდინარეობს მსჯელობა ნატოს ხელმძღვანელ პირებთან, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ მიიღოს ხელშესახები პროგრესი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები აღნიშნულ სამიტზე,” _ განაცხადა პეტრიაშვილმა.