(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ გურიის ზონაში გამარჯვებულმა ლანჩხუთელმა სკოლბურთელებმა ფინალური ეტაპის ორი შეხვედრა გამართეს.
ჩვენებურებმა ბოლნისელ თანატოლებთან ფრედ, 0:0 ითამაშეს, ხოლო თბილისის გუნდს 1:0 მოუგეს. ლანჩხუთელი მოსწავლეები თბილისის კიდევ ერთ გუნდს გაეჯიბრებიან და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ფრეც ჰყოფნით. ფინალური ეტაპი ბათუმში მიმდინარეობს, გუნდები კი კვარიათში არიან დაბანაკებულები.