თუმცა, როგორც მორაგბეთა კლუბის პრეზიდენტი ზვიად უნგიაძე ამბობს, ახლახან ბათუმში, “არწივების” თამაში “ბათუმი XV”-ს გუნდთან ყველაზე საუკეთესო იყო, რაც ოდესმე უთამაშიათ _ “არწივებმა” მასპინძლები ანგარიშით 67:0 დაამარცხა და გათამაშების ცხრილში, საქართველოს მასშტაბით, მეორე ადგილზე აინაცვლა: _ ეს კი უპრეცედენტო გამარჯვებაა, _ ამბობს ზვიად უნგიაძე.
“არწივების” საუკეთესო მოთამაშეებმა _ ოთო მჟავიამ, ბორია გულბიანმა, ვახო ფასიეშვილმა, გოჩა კალანდაძემ და ლევან შათირიშვილმა განსაკუთრებით ისახელეს თავი.
საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგის თამაშში “არწივებმა” შინ მიიღო ხაშურის გუნდი და დაამარცხა ანგარიშით 11:5 . ამ ეტაპზე ხუთი თამაშიდან სამი მოგება და ორი მარცხია “არწივების” ანგარიშზე. იგი დარჩენილი ორი თამაშის მოგებას გეგმავს, რათა ძალიან ახლო მდგარ გამარჯვებას მიაღწიოს.
_ უნდა გავიმარჯვოთ, სხვა უფლება ამ ეტაპზე არ გვაქვს, რადგან ამ მოგებით ჩვენს გუნდს დიდი სიურპრიზი ელოდება. თუ რაა ეს, გამარჯვების შემდეგ ექსკლუზიურად გეტყვით, _ ამბობს ოზურგეთის რაგბისტთა გუნდის პრეზიდენტი ზვიად უნგიაძე.