(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში ერთი კვირაა, გზის მშენებლობა დაიწყო. საწყის სამუშაოებზე შეკეთდა წყლის მილები და გზის გასწვრივ გაიყვანეს არხები.
რამდენიმე დღეში დაიწყება სხვა გზებზე აღებული და მერე დაქუცმაცებული ძველი ასფალტისგან გზის მოშანდაკება. სამუშაოებს ოზურგეთის “გზამშენი” ასრულებს, დაფინანსება კი სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში ხდება და 30 000 ლარია გამოყოფილი.