მერიის ადვოკატ ირაკლი გიორგაძის განცხადებით, ამ ეტაპზე სააპელაციო სასამართლოდან დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ელოდებიან და ამის შემდეგ მერია გადაწყვეტს მიმართოს თუ არა უზენაეს სასამართლოს.
“ველოდებით სააპელაციო სასამართლოდან დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვეტთ გაასაჩივრებს თუარა მერია უზენაეს სასმაართლოში”, _ განაცხადა ქუთაისი მერიის იურისტმა ირაკლი გიორგაძემ.
საუბარია ორი სამსახურის უფროსის აღდგენაზე: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ადმინისტრაციული სამსახურის კონტროლის განყოფილების, ყოფილ უფორსებზე: კახა მაჩიტიძესა და კობა გაბიანზე, რომლებმაც მერიას პროცესი ორივე სასმართლო ინსტანციაში მოუგეს.
შეგახსენებთ რომ ქუთაისის მერიიდან რეორგანიზაციის შედეგად 86 თანამშრომელი რამდენიმე თვის უკან გაათავისუფლეს. გათავისუფლებულმა თანამშრომლების ნაწილმა მერიის გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა.
“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები გათავისუფლებებს უკვე ყოფილი მერის დიმიტრი კოპალიანის საკადრო პოლიტიკას უკავშირებდნენ და მიმდინარე მოვლენებს პოლიტიკური ნიშნით ხსნიდნენ.შეგახსენებთ რომ ქუთაისის მერიაში, რეორგანიზაცია ყოფილი მერის, დიმიტრი კოპალიანის მმათველობის პერიოდში განხორციელდა.