ამასთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” გურიის შტაბის ხელმძღვანელი პაატა მანჯგალაძე “გურია ნიუსთან” კომენტარს აკეთებს.
_ როგორც ჩანს. გურული მიქაიები გააქტიურდნენ, სამწუხაროა, რომ ერთი წლის თავზე “ქართული ოცნება” ვერ გამოვიდა თაყვანისმცემლების ხიბლიდან. სამწუხაროა, რომ დღეს ” ქართულ ოცნებას” მარგველაშვილი კი არა მიქიაები უფრო წარმოადგენს, ამაზე მეტყველებს ეს ვანდალური ფაქტი, რაც განხორციელდა ჩვენი ოფისის წინ, ისევ ცოცხები იმის ნაცვლად, რომ ადამიანებს ის დაპირებები შეუსრულონ რაც დაპირდნენ.
_ კონკრეტულად ვის გულისხმობთ, ვის შეიძლება ჩაედინა?
_ დავით ბაქრაძის მხარდამჭერებისგან ნამდვილად არ მოხდებოდა ეს, ვის მიერ გახორციელდა ეს არის სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივა, მე ვარ იურისტი და ეჭვებზე ვერ ვისაუბრებ, _ აღნიშნა მანჯგალაძემ.
საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის ოზურგეთის მხარდამჭერთა დარბაზის დამფუძნებელი გელა კობალაძე აღნიშნავს, რომ მსგავსი რამ მათთვის მიუღებელია.
“ეს არის კანონდარღვევა, რაც სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივაა. თუ მათ გააჩნიათ რაიმე საფუძველი და ფაქტი იმისა, რომ ეს ” ქართული ოცნების” მხარდამჭერებისგან გახორციელდა , მომხრე ვარ ამ ფაქტის ჩამდენმა პირებმა პასუხი ასეთ უმსგავსო საქციელზე აგონ, ეს ჩვენთვის მიუღებელია,” _ უთხრა “გურია ნიუსს” კობალაძემ.