ყველამ კარგად იცის, როგორ დონეზეა თურქეთში მედიცინა, მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირი თურქეთში დარბის სამკურნალოდ. ამ კომპანიას 11 საერთაშორისო ცენტრი მარტო თურქეთში აქვს. ეს არის უსერიოზულესი კომპანია. შეიძლება მათ წინააღმდეგ საჩივრები შეტანილია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სერიოზული პრობლემები აქვთ. პატივს ვცემ ყველა ჟურნალისტს, მაგრამ რაც გაზეთში დაიწერება, ყველაფერი არგუმენტი არ არის.
მე მართლა გეუბნებით, ოფიციალურად ვაცხადებ, თუ ერთ კაცს მაინც იპოვნიან, ვინც იტყვის, რომ მე ერთი კაპიკი უკანონოდ ამიღია, თუ ერთი ასეთი ადამიანი მაინც გამოჩნდება, მზად ვარ, მთელი ქონება და ყველა საავადმყოფო ვაჩუქო სახელმწიფოს,”_ განაცხადა ოლიმპიური კომიტეტის ყოფილმა პრეზიდენტმა, გია ნაცვლიშვილმა, რომელიც თურქ ინვესტორებზე მიყიდული ქართული კლინიკების ერთ-ერთი მეწილე იყო.”
ამ საკითხთან დაკავშირებით “გურია ნიუსმა” კომენტარის გაკეთება ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს თხოვა.
_ ბატონო დავით, კლინიკების ერთ-ერთმა მეპატრონემ გია ნაცვლიშვილმა “გურია ნიუსთან” ინტერვიუში ოფიციალურად განაცხადა, რომ “თუ სახელმწიფო, ერთ ისეთ ადამიანს მაინც იპოვის, რომელიც დაამტკიცებს, რომ მას ერთი უკანონო ქმედება მაინც აქვს ჩადენილი, მზად არის ყველა კლინიკა, საავადმყოფო სახელმწიფოს აჩუქოს.” რა პასუხს გასცემდით ნაცვლიშვილს?
_ უკანონო ქმედების დეფინიცია შეუძლია ერთადერთ სახელმწიფო სტრუქტურას და ჯანდაცვის სამინისტრო არ შედის ამ ჩამონათვალში. უკანონობის დეფინიცია არის სასამართლოს პრეროგატივა. თუ ეს დადასტურდა, სამართალი მოიქცევა ისე, როგორც გაწერილია კანონში და აქ არ იქნება ადგილი _მოდი მე თუ დამნაშავე ვარ, მაშინ სავადმყოფოს გადავცემ. ეს უფრო რაღაც ტოტალიზატორულ აქტივობას მაგონებს და ახლა მე ამაზე ვერ გავაკეთებ კომენტარს.