https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

13ივნისი _ უმძიმესი დღე საქართველოსთვის

20:54; 13.06.2024
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღეს 13 ივნისია _ მძიმედ და რთულად გასახსენებელი დღე საქართველოს უახლოეს წარსულში. დღე, როცა ერთ ღამეში დამტყდარმა ტრაგედიამ საქართველო გააერთიანა. ათი ათასობით ახალგაზრდა ადიდებულმა მდინარემ გვერდიგვერდ დააყენა.

მალხაზ ჭიტაძე; გულიკო ჭიტაძე,  გივი დვალი,  მარიამ ქუთელია,  ნანა ფილიშვილი,  ჟანა ეგიაზაროვა, სვეტლანა ეგიაზაროვა,  ლიანა ეგიაზაროვა,   ინდირა ზარანდია,  ნატა ნინაშვილი, ნუგზარ ბუაძე, ნინა შუტკოვა, გურამ პეტრიაშვილი, კარპო ენუქიძე,   ზურაბ მუზაშვილი,  ივლიტა ჯიბუტი,  დავით გაბიტაშვილი,  ელიზა ზარანდია,  ელიზბარ ბაღაშვილი, ბექა ბუთურიშვილი, სერგო კაპანაძე, სულიკო ნოზაძე, ივანე გელაშვილი _ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც სტიქიამ შეიწირა.

ერთ-ერთი მათგანის _ ივლიტა ჯიბუტის დაღუპვა ჩვენი მედიასახლისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია _ მისმა ბავშვობამ, ცხოვრებამ აქ ჩვენ თვალწინ, ჩვენთან ერთად ჩაიარა.

“გურია ნიუსი” მის შესახებ ბევრ ამბავს ინახავს.

განსაკუთრებულია წერილი სათაურით _ “ჩვენ გავმრავლდებით და ჩვენ ვიქნებით მთელი ქვეყანა”, რომელიც “გურია ნიუსის” 2010 წლის 27 მაისის ნომერში, ივლიტა ჯიბუტის და დავით სიხარულიძის სიყვარულისა და საოცარი ქორწილის შესახებაა:

2010 წლის 23 ვარდობისთვეს, სულთმოფენობის დღეს, დედა ეკლესიის წიაღში, ჯვარი დაიწერეს მხევალმა ღვთისამ  _ ივლიტამ და მონამ ღვთისამ _ დავითმა.

ეს ულამაზესი წყვილი ორი წლის წინ, 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე ტელეფონით დაუკავშირდნენ ერთმანეთს, მოგვიანებით შეხვდნენ და…

ხვდებოდნენ ჩუმად, მალულად, სარკმლიდან უცქერდნენ დამეგობრებული ვარსკვლავებით მოჩითულ ზეცას და ცის თაღზე იწერებოდა _”მიყვარხარ!” _ ვკითხულობთ გაზეთის არქივში.

დრომ საიდუმლო გაამხილა და პატარა ბარათმა გაზეთის ფურცლებიდან,  ივლიტასა და დათოს საქორწინო მოსაწვევმა ქვეყნას  ბედნიერი წყვილის ჯვრისწერის თარიღი ამცნო.

ასე ზეიმით და ბედნიერებით შეუღლდნენ 18 წლის ივლიტა _  მაშინ ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი და 21 წლის დავით რაფიელის ძე სიხარულიძე _ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი.

13 ივნისის ღამეს, ივლიტა ჯიბუტი მორევმა მეუღლეს მის მეგობართან, მარიამ ქუთელიასთან ერთად, ხელიდან გასტაცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ვაკე-საბურთალოს განყოფილების მაშველი ლევან კასრაძე ის ადამიანია,  რომელიც სხვა მაშველებთან ერთად, ივლიტა ჯიბუტის, მისი მეგობრისა და ივლიტას მეუღლის გადარჩენას ცდილობდა. 13 ივნისის შემზარავი ღამის ის მონაკვეთი, როცა ივლიტას მამამ _ მამა გიორგიმ მაშველებს შეატყობინა, რომ სვანეთის ქუჩაზე, სამი ახალგაზრდა შველას ითხოვდა, მან სააგენტო “კვირასთან” გაიხსენა:

 “იმ ღამეს უამრავი გამოძახება გვქონდა, სტიქიის ზონაში მყოფები დახმარებას ითხოვდნენ. რუსეთის ყოფილი საელჩოს ტერიტორიაზე მივედით. ადგილზე იყო ივლიტას მამა _ მამა გიორგი (ჯიბუტი), რომელმაც გვითხრა, რომ სამი ახალგაზრდა სვანეთის ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, სახურავზე იმყოფებოდა და მათ შველა სჭირდებოდათ. მამა გიორგის არ დაუკონკრეტებია, რომ მათ შორის მისი შვილი და სიძე იყვნენ. ჩვენ მათი ხმებიც გვესმოდა, თუ როგორ ითხოვდნენ დახმარებას. ვინაიდან გზა იყო ჩახერგილი, შევეცადეთ, შემოვლითი გზით წავსულიყავით, მამა გიორგიც წამოგვყვა.

საბურთალოს სასაფლაოს ტერიტორიიდან მოგვიხდა გადასვლა, მანქანა ადგილზე დავტოვეთ და სირბილით განვაგრძეთ გზა. მამა გიორგიმ ფიზიკურად ვეღარ შეძლო და ჩამოგვრჩა. ჩვენ დაახლოებით რვაასი მეტრი ვირბინეთ, ვიდრე იქ მივიდოდით, საიდანაც დახმარებას ითხოვდნენ, _ იხსენებს კასრაძე, _ სახლი, რომლის სახურავზეც ახალგაზრდები იდგნენ და შველას ითხოვდნენ, ფაქტობრივად, აღარ არსებობდა, წყლის დონე კი ელვის სისწრაფით მატულობდა.

ადიდებულ მდინარეში მამაკაცი მკლავის სიმსხო ხეს იყო ჩაჭიდებული, რომელიც ცოტა ხანში, შეიძლებოდა, წყლით დაფარულიყო ან დინებას მოეგლიჯა. დავუძახეთ, რომ გადმომხტარიყო, ის კი გვეუბნებოდა, რომ ჯერ გოგონები მოგვეძებნა, კიდევ მოვუწოდეთ, გადმომხტარიყო, რადგან საფრთხე უფრო იზრდებოდა… გადმოხტა და თანამეწყვილეებმა ნაპირზე გაიყვანეს, ჩვენ ორმა კი განვაგრძეთ გოგონების ძებნა, სახლშიც შევცურეთ, რომელიც წყლით იყო დაფარული, შემდეგ დაახლოებით 500 მეტრის მანძილზე მდინარის ნაპირებზეც ვეძებეთ, თუმცა, სამწუხაროდ, მათი პოვნა ვერ მოხერხდა. საბედნიეროდ, მამაკაცი გადარჩა

_ ივლიტას მეუღლე რას მოგიყვათ?

_ მან თქვა, რომ როდესაც სახლი წყლით დაიფარა, სამივე მათგანი სახურავზე ავიდა, თუმცა, წყლის ნაკადმა სახლის სახურავი მოწყვიტა და მდინარეში ჩაცვივდნენ. მან ცურვა იცოდა და გოგონების ნაპირისკენ გამოყვანას ცდილობდა, მაგრამ, მდინარის მიერ წამოღებული ხის მორი დაეჯახა და გოგონებისთვის ჩაჭიდებული ხელი გააშვებინა, ისინი კი დინებამ გაიტაცა.

როგორც მისგან შევიტყეთ, მარიამს და ივლიტას ცურვა არ სცოდნიათ, თუმცა, ასეც რომ ყოფილიყო, სტიქია იმდენად მასშტაბური იყო, შექმნილ ვითარებაში მდინარიდან გამოსვლას ვერ მოახერხებდნენ, _ იხსენებს მაშველი.

ივლიტა ჯიბუტი მთელმა საქართველომ დაიტირა. როგორც მამა გიორგი “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობდა, ყველაფერი 10 წუთში გადაწყდა:

_ 10 წუთით ადრე მისვლა რომ მოგვესწრო, მაშველები სამივეს აიყვანდნენ სახლის სახურავიდან. დრო არ გვეყო…, _ ამბობს მამა გიორგი ჯიბუტი.

მისივე თქმით, ოჯახმა ამ დიდი უბედურების დროს საქართველოს კათალიკოს პატრიარქისგან უდიდესი მხარდაჭერა და თანადგომა მიიღო:

“პირველსავე დღეს დაგვიბარა პატრიარქმა. რომ მივედით ნუგეში გვცა, მოგვეფერა… პატრიარქთან ძლივს მივდიოდით, აქეთ რომ წამოვედით, მოვფრინავდით… არ უთქვამს პატრიარქს, რომ ივლიტას ცოცხალს იპოვითო, არც ის უთქვამს, მკვდარს ნახავთო.

ყველას არ ეღირსება, პატრიარქი მის დასაფლავებაზე მივიდეს, არც მე მეღირსება. ივლიტას ეს პატივი ერგო. ღირს ასეთი სიკვდილი, მე მგონი!” _ ამბობს მამა გიორგი  და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მისი ოჯახის ტკივილი გაიზიარა და ყველაფერი გააკეთა მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად მადლობას უხდის, მათ შორის “გურია ნიუსსაც”, რომლის ოფისში “ივლიტას ბიბლიოთეკაა” განთავსებული, რომელიც უკვე იქცა გურიისთვის თავშეყრის საყვარელ ადგილად.

ივლიტა ჯიბუტი
გაზიარება9Tweet6Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

20 წელი სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან

21:17; 28 იანვარი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:17; 28 იანვარი, 2026
საზოგადოება

რატომ არ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი ოზურგეთის #4 საჯარო სკოლასა და სოფელ თხინვალის საჯარო სკოლაში

15:35; 28 იანვარი, 2026
საზოგადოება

“იწყება როგორც ჩვეულებრივი გრიპი, მაგრამ შემდეგ წინა პლანზე გამოდის თავის ტვინის დაზიანება”

13:32; 28 იანვარი, 2026
საზოგადოება

რამდენი დასვენების დღეა მეორე სემესტრში და როდის დასრულდება სასწავლო წელი

10:46; 28 იანვარი, 2026

ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

"რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, კაცი გარდაიცვალა"

ყველა სიახლე

საზოგადოება

20 წელი სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან

21:17; 28.01.2026
პოლიტიკა

საკანონმდებლო ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში და მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით

21:02; 28.01.2026
სამართალი

პოლიციის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი წინააღმდეგობისა და ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

20:29; 28.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1 დაშავდა

20:24; 28.01.2026
სამართალი

მამაკაცს სასტიკად გაუსწორდნენ

20:18; 28.01.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკი 2010 წლიდან  18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია

17:38; 28.01.2026
სამართალი

“არასრულწლოვნებს აძლევდა მითითებებს, თუ როდის და რომელი ობიექტი უნდა გაექურდათ”- დაკავებულია 6 პირი

17:27; 28.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:17; 28.01.2026
სამართალი

სააპელაციო სასამართლომ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზარხ მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა

17:10; 28.01.2026
ფინანსები

დაესწარი ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს სტუდენტებისთვის – პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

15:43; 28.01.2026
საზოგადოება

რატომ არ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი ოზურგეთის #4 საჯარო სკოლასა და სოფელ თხინვალის საჯარო სკოლაში

15:35; 28.01.2026
პოლიტიკა

შეაფერხებს თუ არა საკრებულოს თავმჯდომარის დაკავება წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობას

15:24; 28.01.2026
პოლიტიკა

“უკიდურესად მძიმე ფაქტი”- რას ამბობს ოპოზიციონერი ლიდერი პოლიციელზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ დავით შარაშიძეზე

14:41; 28.01.2026
პოლიტიკა

„რაზე იჩხუბეს მე რავიცი, რეებს მეკითხებით?!“-  ვასილ ჩიგოგიძე

14:13; 28.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული მძღოლი დააკავეს

14:09; 28.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო