მედიის თავისუფლების კოალიციის“ წევრი 14 ქვეყნის საელჩო მზია ამაღლობელის საქმეზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
კოალიცია მედიის თავისუფლების წევრები უკიდურესად შეშფოთებულნი არიან მზია ამაღლობელის მდგომარეობით შიმშილობის მე-19 დღეს.
როგორც ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა განაცხადა, მისი წინასწარი პატიმრობა გაუმართლებელია.
“ეს არის საქართველოში ჟურნალისტების დაშინების, მედიის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კიდევ ერთი შემაშფოთებელი მაგალითი.
მზია სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს და მისი საქმე გადაიხედოს. ამავდროულად, ჩვენ კვლავ შეშფოთებულნი ვართ, რომ ჯერ კიდევ არც ერთი პოლიციელს არ შეუჩერდა უფლებამოსილება და არ წარედგინა ბრალი მომიტინგეების მიმართ სისტემატური ძალადობის გამო.
შეგახსენებთ მედიის თავისუფლების კოალიციის“ 20 დეკემბრის განცხადებას და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ჟურნალისტების უფლებები, რომლებმაც განიცადეს ძალის გადაჭარბება საპროტესტო აქციების გაშუქებისას”, _ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ავსტრიის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთის, შვეიცარიის, გაერთიანებული სამეფოს, უკრაინის საელჩოები.

































































