ტრაგედია მოხდა ცოტა ხნის წინ ამბროლაურში _ არსებული ინფორმაციით, შაორის ტბაში 14 წლის მოზარდი დაიხრჩო.
ინფორმაცია “გურია ნიუსს” ამბროლაურის მერმა დაუდასტურა _ ზვიად მხეიძის თქმით, მოზარდი ექსკურსიაზე იმყოფებოდა. მისივე თქმით, ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
მოზარდი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის სკოლის მოსწავლე იყო.
“გურია ნიუსი” დამატებითი დეტალების გარკვევას სკოლის დირექტორთან შეეცადა, თუმცა, ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
ჯემალ ღამბაშიძე