“ინფო იმერეთის” ინფორმაციით, იმერეთში 14 წლის გოგო დედა გახდა. ინფორმაცია “ინფო იმერეთს” რამდენიმე შესაბამის უწყებაში დაუდასტურეს.
ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი” არასრულწლოვანის ინტერესებიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტს არ ასახელებს.
ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უცნობია, აღნიშნული ინფორმაცია განეკუთვნება განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემს.
სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ჩართულია არასრულწლოვანის საქმეში შეტყობინებისთანავე.
“ინფო იმერეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება140-ე მუხლით არის დაწყებული, რაც გულისხმობს სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედებას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ პირთან.
დაკავებულია ორი პირი.































































