დღესვე გოდერძი მახარაძე მეორე რეკორდის დამყარებას აპირებს – თავით ფეხბურთის ბურთის აკენწვლა ერთი წუთის განმავლობაში. რეკორდის დამყარება მრავალგზის რეკორდსმენმა, ოლიმპიური ჩემპიონის, ვახტანგ ბლაგიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირის პროგრამის ფარგლებში გამართა.
მეორე რეკორდის დამყარებას გოდერძი მახარაძე ოლიმპიური ჩემპიონის, ვახტანგ ბლაგიძის ვარსკვლავის გახსნის დროს შეეცდება.
“ძალიან რთული მისია მაქვს დაკისრებული, აუცილებლად უნდა დავამყარო ახალი რეკორდი. ეს იქნება ჩემი საჩუქარი ვახტანგ ბლაგიძის და გურულების წინაშე”, _ გვითხრა გოდერძი მახარაძემ.