“გუშინ ვერ მოითმინა ბატონმა პრემიერმა და მაინც წამკბინა. მარტო შალიკო დადის ბაზრებზეო, ცხვირის აწევით. მე მას იგივე ტონით და სიტყვებით არ ვპასუხობ არასოდეს და ვიმორჩილებ ჩემს თავს და ჩემს ნერვებს.
“ნუ ჩამოვა ჩემამდე”, – ასე ურჩია ივანიშვილმა სააკაშვილსაც. “ჩა” ალბათ მჭიდროდ ჩაჯდება ახალი ენობრივი ისტორიის რაკურსში სამომავლოდ. ეს მიღწევა ნამდვილად აქვს პრემიერს, რომ “ჩა” დაამკვირა ქართულ ზეპირმეტველებაში. ჩა-დგმა, ჩა-თავება..
რაც უნდათ, ის ურჩევიათ ერთმანეთისთვის. ღმერთმა დამიფაროს, რომ ისინი ჩემამდე ჩა-მოვიდნენ, ან მე ავიდე მაგათამდე,” _ განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.