https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ღაზაში აფეთქებებს 32 ადამიანი ემსხვერპლა

    ტემპერატურა -30 გრადუსამდე დაეცემა – ძლიერი ყინვა პოლონეთსა და ცენტრალურ ევროპაში

    ვიქტორ ორბანი – ევროპელებს არ სურთ, უკრაინა ევროკავშირში იყოს

    დონალდ ტრამპი – ირანისკენ ბევრი გემი მიცურავს, კარგი იქნება, თუ მათი გამოყენება არ დაგვჭირდება

    რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

აქილევსის ქუსლად ქცეული ავღანეთი

13:06; 26.06.2011
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

გასული კვირის ხუთშაბათს, ავღანეთში დაღუპული 20 წლის ოზურგეთელი გია გოგუაძე დაკრძალეს. ქართველი ჯარისკაცი ავღანეთში სამშვიდობო მისიით იმყოფებოდა. ის თალიბების თავდასხმის დროს დაიჭრა და ექიმებმა ჭრილობების სიმძიმის გამო, გოგუაძის გადარჩენა ვერ შეძლეს.

ახალგაზრდა ჯარისკაცის დასაფლავებაზე, ოზურგეთში, თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალია და ამავე სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. განსვენებულის ოჯახს სამძიმარი საქართველოს პრეზიდენტმა და ელჩებმა გამოუცხადეს, გასვენებაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მივიდნენ.

გია გოგუაძემ, 2009 წელს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლა დაამთავრა. როგორც მისმა მეგობრებმა გვითხრეს, მათ გიას სახით, ერთგული და სანდო ადამიანი დაკარგეს:

_ ის იყო მამაცი, მებრძოლი და პატიოსანი ახალგაზრდა. ამ წუთებში, როდესაც გიას დაკრძალვაზე ვართ, ძალიან გვიჭირს მასზე საუბარი.

სამხედრო ექსპერტმა ირაკლი სესიაშვილმა “გურია ნიუსთან” საუბრისას თქვა, რომ ავღანეთში ოთხი ქართველი ჯარისკაცი დაიჭრა:

_ სპეცოპერაციის დროს, სამი ქართველი ჯარისკაცი აფეთქდა ნაღმზე. მათ გაუკეთდათ ოპერაცია. მათ გარდა, ოპერაციის დროს, კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი დაშავდა. ორი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს, დანარჩენი კი ავღანეთში მკურნალობს. ეს ინფორმაცია მეგობრებმა მომაწოდეს _ კავშირები მაქვს სამხედროებთან, 13 წელია ვიცავ მათ უფლებებს და ვცდილობ მათი ინტერესების ლობირებას.

_ ბატონო ირაკლი, რატომ არ ავრცელებდა ამ ინფორმაციის თავდაცვის სამინისტრო?

_ თავდაცვის სამინისტრომ ეს ინფორმაცია გაავრცელა მას შემდეგ, რაც მე რამდენიმე ჟურნალისტს ვთხოვე, ამ სამინისტროსთვის მიემართათ და მიეღოთ პასუხი. ჩვენი მთავრობისთვის ავღანეთში ეს მისია არის ძალიან მნიშვნელოვანი _ ხელისუფლება ამით დიდ ქულებს იწერს დასავლეთის თვალში, ჩვენთვის კი ნაკლები სარგებელი მოაქვს. ხელისუფლებას პოლიტიკა აქვს ასეთი _ მსგავსი პრობლემები არ გაახმოვანონ და უარყოფითად კონტექსტში არ მოიხსენიონ ავღანეთის მისია, რომ საზოგადოებაში უარყოფითი განცდები არ გაჩნდეს.

_ რამდენად მართებულად მიგაჩნიათ ქართველი ჯარისკაცების ყოფნა ავღანეთში?

_ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ავღანეთის მისიაში, ნატოში ინტეგრაციის პროცესისთვის, მაგრამ ეს უნდა იყოს ადეკვატური, შესაბამისი გამოწვევებისა და სიტუაციის მიმართ _ როცა ტერიტორიები ოკუპირებული გვაქვს და ხელისუფლება მუდმივად გველაპარაკება, რომ რუსეთისგან ველოდებით მორიგ აგრესიას, ცხადია, არ არის მართებული, შენი საუკეთესო ქვედანაყოფები გააგზავნო სხვა ქვეყნის პრობლემის მოსაგვარებლად და ამით დაასუსტო შენი თავდაცვის უნარიანობა.

_ ბევრს აინტერესებს, რატომ მიდიან ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში. ამბობენ, რომ ისინი იქ მაღალი ხელფასის გამო მიდიან.

_ ის, რომ ჯარისკაცები იქ მიდიან სამშობლოს დასაცავად და ამას აკეთებენ საკუთარი სურვილით, ზღაპრად მეჩვენება _ ავღანეთში სამშობლოს არ იცავენ. სამშობლოს დაცვა შეიძლება საკუთარ ტერიტორიაზე, მაგრამ ჯარში ის უნდა გააკეთო, რასაც პოლიტიკური ხელმძღვანელობა გიბრძანებს. მეორე მიზეზი ისაა, რომ ეს მათი პროფესიაა. რასაკვირველია, არის ფინანსური დაინტერესებაც და კიდევ ის, რომ საქართველოში სხვა სამსახურის შოვნა ძნელია.

_ და ბოლოს, საინტერესოა, თქვენი მოსაზრება ამერიკის შეერთებული შტატების ახალ გადაწყვეტილებაზე, ავღანეთიდან ჯარის გამოყვანასთან დაკავშირებით.

_ ავღანეთი ნატოს ქვეყნებისთვის, და მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, აქილევსის ქუსლად არის ქცეული _ დასავლეთი ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს ავღანეთის მისიაში და უნდათ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას გადააბარონ მართვის სადავეები. შეერთებულმა შტატებმა უკვე დაიწყო მოლაპარაკება თალიბებთან. ალბათ, გარკვეულ შეთანხმებას მიაღწევენ თუ ნატოს ჯარები გავა და შემცირდება თალიბების მხრიდან ადგილობრივ ხელისუფლებაზე თავდასხმა. ამ პირობებში ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნები ნელ-ნელა დაიწყებენ ჯარის გაყვანას ავღანეთიდან. რაც შეეხება საქართველოს პოზიციას, ჩემი აზრით, ხელისუფლება ფიქრობს, რომ ავღანეთში ჯარის შეყვანით მსოფლიო პოლიტიკურ ფონს თავის სასარგებლოდ შეცვლის. შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ მე ასე ვფიქრობ _ დასავლეთი ორმაგად გაიხარებს მაშინ, როდესაც მას გამოჰყავს ჯარი და ჩვენ შეგვყავს. ამით ხომ მათ საქმეს ჩვენ ვაკეთებთ?!

სტატიის მომზადების დროს, ჩვენ რამდენჯერმე ვცადეთ, თავდაცვის სამინისტროდან მოგვეპოვებინა კომენტარი, თუმცა, ამაოდ. ოთხი დაჭრილი ჯარისკაცის შესახებ ინფორმაცია არც ამ სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

“ვნახეთ სააკაშვილის განცხადება, რომელიც დარდობს განათლების სისტემაზე, ამაზე მეტი უტიფრობა და ცინიზმი რა შეიძლება იყოს”

18:29; 31 იანვარი, 2026
პოლიტიკა

საერთაშორისო მედია ორგანიზაციები – მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ მიერ მართულ პარლამენტს, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა

14:59; 31 იანვარი, 2026
პოლიტიკა

კახა კალაძე: მორჩა, ასე ვეღარ გაგრძელდება

11:33; 31 იანვარი, 2026
პოლიტიკა

“საქმე იმაზე რთულადაა ვიდრე ამის წარმოჩენა უნდათ”- დავით მჟავანაძე

16:44; 30 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ჟორჟოლიანი: საქართველოში საწვავის ფასები ევროპულთან შედარებით საგრძნობლად დაბალია, თუმცა ამის მიუხედავად ვაგრძელებთ მუშაობას საწვავის კომპანიებთან

14:56; 30 იანვარი, 2026

მშენებლობა შეჩერდა

კანონპროექტი, რომელიც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ახშობს

ყველა სიახლე

საზოგადოება

“საფრთხის დონე საშუალო”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

13:57; 1.02.2026
მსოფლიო

ღაზაში აფეთქებებს 32 ადამიანი ემსხვერპლა

13:22; 1.02.2026
სამართალი

განზრახ მკვლელობის ფაქტი – დაკავებულია 1 პირი

12:38; 1.02.2026
მსოფლიო

ტემპერატურა -30 გრადუსამდე დაეცემა – ძლიერი ყინვა პოლონეთსა და ცენტრალურ ევროპაში

12:19; 1.02.2026
საზოგადოება

რას ამბობს იურისტი დაგროვებითი პენსიის შესახებ

11:56; 1.02.2026
საზოგადოება

სად რა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა თოვის გამო

10:32; 1.02.2026
სამართალი

უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 3 პირი

10:28; 1.02.2026
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

10:25; 1.02.2026
ზაფრანი

„ოხუნჯობა“

10:05; 1.02.2026
სამართალი

ავარიის დროს დაშავებული ახალგაზრდა გარდაიცვალა

9:54; 1.02.2026
ზაფრანი

„ამხანაგი კოტე იმ პავლე მახარაძის ძმისშვილია და შენებურად ნუ შერისხავო“

9:44; 1.02.2026
სპორტი

შემთხვევა იაპონიაში

9:38; 1.02.2026
სპორტი

„სადაურია ეს ფეხბურთელი, რუსს არ ჰგავსო“

9:33; 1.02.2026
პოლიტიკა

“ვნახეთ სააკაშვილის განცხადება, რომელიც დარდობს განათლების სისტემაზე, ამაზე მეტი უტიფრობა და ცინიზმი რა შეიძლება იყოს”

18:29; 31.01.2026
მსოფლიო

ვიქტორ ორბანი – ევროპელებს არ სურთ, უკრაინა ევროკავშირში იყოს

17:57; 31.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო