https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

    ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

    ომანის სანაპიროსთან ნავთობტანკერზე თავდასხმა მოხდა

    რუსეთმა დონეცკის ოლქი დაბომბა

    ირანში აშშ-ს საელჩოზე შტურმი სცადეს

    ისრაელში მოსალოდნელი სარაკეტო თავდასხმის გამო, განგაშია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

    ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

    ომანის სანაპიროსთან ნავთობტანკერზე თავდასხმა მოხდა

    რუსეთმა დონეცკის ოლქი დაბომბა

    ირანში აშშ-ს საელჩოზე შტურმი სცადეს

    ისრაელში მოსალოდნელი სარაკეტო თავდასხმის გამო, განგაშია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

კანონპროექტი, რომელიც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ახშობს

13:06; 26.06.2011
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, 20-მეტრიანი რადიუსით შეკრების აკრძალვის დაწესება ძალოვანი უწყებებისა და შეიარაღებულ ორგანოებთან, ასევე რკინიგზასთან, პორტებთან, აეროპორტებთან და სასამართლოებთან ძალაში იქნება. უფლებადამცველი ორგანიზაციები ამ კანონპროექტს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ადგილი აქვს საერთაშორისოდ აღიარებული და კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების უხეშ დარღვევას.

“საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ, 13 ივნისს ინიცირებულ იქნა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის მნიშვნელოვან გადასინჯვას. აღსანიშნავია, რომ შემოთავაზებული კანონპროექტის რედაქცია შეიცავს როგორც ბუნდოვან განმარტებებს, ასევე ადამიანის უფლებების დარღვევის პოტენციურ საფრთხეს. პირველ რიგში, გამოსაყოფია წინააღმდეგობა კანონპროექტსა და საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებას შორის, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის ცალკეული დებულებები. მათ შორის, დებულება, რომელიც შეიცავდა ბლანკეტურ აკრძალვას საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირების მიერ აქციის ორგანიზებაზე და ჩანაწერი, რომელიც ერთ პირს ართმევდა უფლებას, ყოფილიყო შეკრების ან მანიფესტაციის ინიციატორი. კანონპროექტის მუხლები, რომლებიც კრძალავს მანიფესტაციის გამართვას ცალკეული შენობებიდან 20 მეტრის რადიუსში, ასევე ნაწილობრივ ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. მიგვაჩნია, რომ შემოთავაზებული ფორმულირება წარმოადგენს შეზღუდვას; შეკრებებისა და მანიფესტაციების რეგულირებისას, აქცენტი უნდა კეთდებოდეს შენობების შესასვლელების ბლოკირების შეზღუდვაზე და არა ფორმალურ რადიუსზე. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმების სრულად ან ნაწილობრივ ხელახლა კანონმდებლობაში დაბრუნება, წარმოადგენს კონსტიტუციური მართლმსაჯულების მნიშვნელობის სრულ უგულებელყოფას და ყოვლად დაუშვებლად მიგვაჩნია. ასევე, აღსანიშნავია, კანონპროექტის ბუნდოვანი და პოტენციური საფრთხის მატარებელი დებულებები; მათ შორის, ნორმა რომლის მიხედვითაც “შესაბამის ორგანოს აქვს ვალდებულება დაიცვას ბალანსი შეკრების თავისუფლებასა და იმ პირთა უფლებებს შორის, ვინც ცხოვრობს, მუშაობს, ვაჭრობს, აქვს ბიზნესი იმ ადგილებში, სადაც მიმდინარეობს შეკრება.” ამ ჩანაწერის მიხედვით, ცალსახად არ ჩანს ვის შეიძლება მიემართებოდეს აღნიშნული ვალდებულება. ამავე ნორმის თანახმად, ბალანსის დაცვის მიზნით, “შეიძლება დაწესდეს დროისა და ადგილის შეზღუდვა და მოხდეს ალტერნატიული ვარიანტების შეთავაზება.” ნათელია, რომ დროისა და ადგილის შეზღუდვა წარმოადგენს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებაში ჩარევას. იმისათვის, რომ ეს ჩარევა კონსტიტუციურ-სამართლებრივად გამართლებული იყოს, აუცილებელია შეზღუდვა კანონით იყოს განსაზღვრული, ცხადი და ნათელი. გარდა აღნიშნულისა, კანონპროექტით წესდება ვადა _ 15 წუთის ოდენობით, რომლის განმავლობაშიც ორგანიზატორმა უნდა მოახდინოს უფლებამოსილი წარმომადგენლის განცხადებაზე რეაგირება. თუმცა, ცალსახად არ ჩანს, 15 წუთი ორგანიზატორს მიეცემა რეაგირების მოსახდენად, თუ კანონმდებელი 15 წუთს აწესებს დარღვევის აღმოსაფხვრელად, მაგალითად, სავალი გზის გასახსნელად. თუკი, კანონპროექტით გათვალისწინებული 15-წუთიანი ვადა შეეხება სავალი გზის გახსნას ან სხვაგვარი დარღვევის აღმოფხვრას, შესაძლოა დადგეს ამ დროის გონივრულობის საკითხი.

გარდა ზემოთ აღნიშნული დებულებებისა, ბუნდოვანია რას გულისხმობს კანონმდებელი, როდესაც ზღუდავს ისტორიული, არქეოლოგიური, არქიტექტურული ან/და სამეცნიერო მნიშვნელობის მქონე შენობა-ნაგებობების მიმართ “სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების გახორციელებას”. ზემოაღნიშნული ბუნდოვანი და საფრთხის შემცველი დებულებების ჩამონათვალი არ არის სრული და ამომწურავი.

კანონპროექტი შეეხება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, რაც კიდევ უფრო ზრდის საზოგადოებრივ ინტერესს საკითხის საპარლამენტო განხილვების მიმართ. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია პარლამენტმა კანონპროექტის განხილვა მოახდინოს გონივრულ ვადებში და უზრუნველყოს თითოეული დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ამ პროცესში. ამასთან, საქართველოს პარლამენტის წევრებს მოვუწოდებთ, არ დაუშვან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირება ინიცირებულ ცვლილებებზე მსჯელობისას,” _ აღნიშნულია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.

უმრავლესობის ამ ინიციატივას სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც აპროტესტებენ.

25 ივნისს, პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე, რიგითი მოქალაქეებიც მივიდნენ.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის თქმით, ამ კანონის მიღებით, ხელისუფლებას დიქტატურის დაკანონება სურს:

_ საშინელება ხდება. სააკაშვილის რეჟიმი გადავიდა ადამიანების ფუნდამენტური უფლებების მოხრჩობაზე _ ფაქტობრივად, ჩვენ გვეკრძალება ნებისმიერ შენობასთან დგომა. სააკაშვილის რეჟიმი ახრჩობს თავისუფლებას იმ საშუალებებით, რასაც მიმართავდნენ ჰიტლერი, პინოჩეტი, ჩაუშესკუ და სხვა დიქტატორები… ეს არის რეჟიმი, რომლის წინააღმდეგ უნდა გაერთიანდეს მთელი სამოქალაქო საზოგადოება და სააკაშვილის მორჩილ პარლამენტს ამ ბინძური კანონების მიღების უფლება არ უნდა მივცეთ. თუ სააკაშვილმა გაიტანა თავისი და კანონში შევიდა ცვლილებები, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკონვენციის მე-11-ე მუხლს, საქართველოში დამთავრდება თავისუფალი აზრის გამოთქმის ხანაც. სად არის დიპლომატიური კორპუსი?! როდესაც გამოდიან და მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ აქ არ უნდა იდგნენ, გამოვიდნენ და ახლა თქვან, რომ ეს კანონი არ უნდა მიიღონ! დიპლომატიური კორპუსი იმისთვის არსებობს, განსაკუთრებით ევროკავშირის საელჩო, რომ ნებისმიერი კანონის შესაბამისობა ევროკონვენციასთან გააპროტესტოს და არა იმისთვის, შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონს გაუკეთოს თავისი ინტერპრეტაცია.

აქციაზე საზოგადოებას ზურაბ ვაზაგაშვილის და ბუტა რობაქიძის მამებმაც მიმართეს. მათი თქმით, ხელისუფლება, რომელიც ახალგაზრდებს ქუჩაში უმიზეზოდ კლავს, თავმოყვარე საზოგადებისთვის მისაღები არ არის:

_ ამ ხელისუფლებამ მე შვილი მომიკლა ცოტა ხნის წინ. გუშინ სხვას მოუკლეს შვილი. ნურავინ იქნებით მშვიდად _ გახსოვდეთ, თქვენი შვილებიც არ არიან უსაფრთხოდ! _ მოუწოდეს მათ საზოგადოებას.

_ ეს პარლამენტი, იმ პოლიციელებს, რომლებმაც ჩვენ შვილები დაგვიხოცეს, ხელებს საბოლოოდ უხსნის და ძალადობას მათ სასარგებლოდ აკანონებს. ლამის არის ისეთი კანონი მიიღონ, პოლიციელი რომ დაამცხიკვებს, “დიდხანს სიცოცხლე” თუ არ ვუთხარით, შეიძლება ამისთვის დაგვიჭირონ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ბუტა რობაქიძის მამამ.

_ პარლამენტი იხილავს კანონპროექტს, რომელსაც რეალურად შეიძლება დაერქვას “კანონი მიტინგების და აქციების აკრძალვის თაობაზე”; ამ კანონის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ეძლევა უფლება სააკაშვილის და მერაბიშვილის დაკვეთით აკრძალოს და შემდეგ დაარბიოს პოლიტიკური თუ სხვა ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული შეკრება. ეს არის ჩვენი, მოქალაქეებისთვის ფუნდამენტური უფლების წართმევა, რომლის მიზანია მოგვისპონ საშუალება ვიბრძოლოთ საქართველოში დიქტატურის, მკვლელობების წინააღმდეგ, ვიბრძოლოთ საკუთარი თავის, ქვეყნის თავისუფლებისთვის. ამასთან შეგუება დანაშაულის ტოლფასია! _ აღნიშნა ციხიდან რამდენიმე დღის წინ გამოსულმა ლაშა ჩხარტიშვილმა. მკითხველს შევახსენებთ, რომ ჩხარტიშვილი რუსთაველის პროსპექტზე, ცხინვალელ ლტოლვილებთან ერთად, ახალი პროპაგანდისტული ფილმის “აგვისტოს 5 დღე” გადასაღებად და “მსოფლიო პრემიერის” გასამართავად მილიონობით ლარის დახარჯვას აპროტესტებდა. იგი რამდენიმე ლტოლვილთან ერთად, რომელთა შორის მრავალშვილიანი დედაც იყო, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა, ტელეკამერების წინ დააპატიმრეს, პატრულის მანქანაში ჩასვეს და შემდგომ, სასჯელიც შეუფარდეს.

მართალია ეს საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს ჯერ არ დაუკანონებია, თუმცა, უკვე შევიდა ცვლილება კანონში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ. აღნიშნული კანონის მეორე თავის მეშვიდე მუხლის “თ” ქვეპუნქტის თანახმად, სატელეფონო მოსმენებზე პოლიციელს მოსამართლის ნებართვა აღარ დასჭირდება. გარდა ამისა, დაკანონდა ელექტრონული მოსმენებიც. ამიერიდან სპეციალურ სამსახურებს ჩვენი ინტერნეტგზავნილების, პირადი მიმოწერის გაკონტროლებაც უკვე ოფიციალურად შეუძლია. იმ შემთხვევაში, თუკი პოლიციელს “გონივრული ეჭვი” გაუჩნდა, რომ ქუჩაში, საკუთარი ტელეფონიდან “რუსეთის აგენტს” ესაუბრებით, უკვე კანონის თანახმად, შეუძლია მოვიდეს, ტელეფონი გამოგართვათ და შიგ არსებული ინფორმაცია შეამოწმოს. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კი, თავისუფლად შეუძლია დაგაპატიმროთ!

_ ეს არის არის ცალკე აღებული ნაწილი იმ პაკეტისა, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლება ჩვენ დასამონებლად იყენებს, ქმედება თავისუფლების და უფლებების წინააღმდეგ. თვალნათელია, რომ საქართველოში მიმდინარეობს ავტორიტარიზმიდან კლასიკურ დიქტატურაზე გადასვლის პროცესი. სახეზეა სურვილი, აიკრძალოს ყველა იმ უფლების რეალიზაცია, რომელიც ადამიანს აძლევს საშუალებას იბრძოლოს საკუთარი თავისუფლებისთვის. მიმდინარეობს შეტევა ყველა ძირითად ინსტიტუციაზე, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს გაერთიანდნენ ან პროტესტი გამოხატონ. ამ კანონში არის მუხლი, რომლის თანახმად, შესაძლებელია ნებისმიერი მოქალაქის “მიმართვის” საფუძველზე აკრძალული იქნას ნებისმიერი აქცია, რომელიც ხელისუფლებას არ მოეწონება. პარლამენტარ აკაკი მინაშვილის სიდედრი ყველა აქციაზე დადის და ხელისუფლების მხარდაჭერას გამოხატავს. ამ კანონის დაკანონების შემდეგ, მოიყვანენ მინაშვილის სიდედრს, რომელსაც არ შერცხვება თქვას, რომ შუადღის ძილი დაერღვა და ამის საფუძველზე დაშალიან აქციას.

ინტერნეტის კონტროლიც იმიტომ დააკანონეს, რომ მოსპონ მექანიზმი, საზოგადოებამ გაცვალოს ინფორმაცია, გამოთქვას თავისუფალი აზრი. მიმდინარეობს აქტიური შეტევა მედიაზე, აქტიურ ადვოკატებზე, საზოგადოების ბოლომდე დამორჩილება და დამონება აქვთ განზრახული. ჩვენი გადასაწყვეტია, ამას შევურიგდებით თუ ვიბრძოლებთ. მე მზად ვარ, კიდევ ბევრჯერ ჩავჯდე ციხეში ჩემი ქვეყნის, თავისუფლების დასაცავად. საქართველოში ჯერ კიდევ ვერ მოახერხა ხელისუფლებამ ხალხის თავისუფლებისკენ ლტოლვა ჩაეკლა და დიდი იმედი მაქვს, ვერც მოახერხებს, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან” საუბრისას ლაშა ჩხარტიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, საყოველთაო მოსმენების და დასმენების მიუხედავად, ხელისუფლებას მაინც ეშინია და აქციაზე მყოფთა შორის, როგორც ყოველთვის, მრავლად აგზავნის გადაცმულ თანამშრომლებს:

_ აი, ამ ადამიანებიდან ერთ-ერთი, ცოტნე გამსახურდიას საქმეში მოწმედ ფიგურირებს. ფიქრობენ, რომ სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილებს ვერავინ იცნობთ. არადა, მათი ცნობა სულაც არ არის რთული _ ვანოს “შპიონების” უმრავლესობა გაშიფრულია, _ გვითხრა ჩხარტიშვილმა და კონკრეტულ ადამიანებზეც მიგვითითა, რომლებსაც ჩხარტიშვილის ნათქვამი არც კი გაუპროტესტებიათ და ინტერესით აკვირდებოდნენ ინტერვიუს ჩაწერის და ჩვენი მუშაობის პროცესს.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ნიკო ნოზაძე დააწინაურეს

გამოიცა მონოგრაფია

ყველა სიახლე

პოლიტიკა

„შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები ამოქმედდა

17:14; 1.03.2026
საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევა გორში – ვიდეო ადგილიდან

16:39; 1.03.2026
სპორტი

ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტაშკენტის ,,გრანდ სლემის” ვიცე-ჩემპიონია

16:33; 1.03.2026
საზოგადოება

როდის გამოიდარებს საქართველოში? – პროგნოზი უახლოესი დღეებისთვის

16:22; 1.03.2026
საზოგადოება

თბილისის მერია: უხვი ნალექის გამო დედაქალაქში გარკვეული პრობლემები შეიქმნა

16:00; 1.03.2026
საზოგადოება

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან 20-ზე მეტი ფრენა გაუქმდა

15:21; 1.03.2026
საზოგადოება

სამხრეთ საქართველო და გაზაფხული:  „1 მარტს თოვლის ნაბდით დახვდა“

15:03; 1.03.2026
მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

14:57; 1.03.2026
მსოფლიო

ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

14:49; 1.03.2026
საზოგადოება

კლდოვანი მასა ჩამოვიდა – აკრძალულია მოძრაობა

14:22; 1.03.2026
საზოგადოება

საბურთალოზე კედელი ჩამოიშალა

14:19; 1.03.2026
საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

13:28; 1.03.2026
მსოფლიო

ომანის სანაპიროსთან ნავთობტანკერზე თავდასხმა მოხდა

13:04; 1.03.2026
მსოფლიო

რუსეთმა დონეცკის ოლქი დაბომბა

12:52; 1.03.2026
საზოგადოება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი  თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

12:25; 1.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

10:16; 27.02.2026
0

“რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

10:11; 27.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო