მათი მხრიდან დაფისირდა ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერების გადაბირებისა და დაშინების ფაქტები, იმასთან დაკავშირებით, რომ მათ არჩევნების შემდეგ სათითაოდ გაუსწორდებოდნენ. ამ ფაქტებთან დაკავშირებით არიან მოწმეები. აშკარაა საარჩევნო კოდექსის დარღვევა.
გთხოვთ, სასწრაფოდ მიიღოთ კანონით გათვალისწინებული ზომები და გვაცნობოთ რეაგირების შესახებ,” _ ამ სარჩელით ხვალ საპრეზიდენტო კანდიდატის ნინო ბურჯანაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი თამარ ნადირიძე ოზურგეთის რაიონულ პროკურატურას და ოზურგეთის #60საარჩევნო ოლქს მიმართვს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, რამდენიმე წუთის წინ ნინო ბურჯანაძის ოზურგეთის საარჩევნო შტაბში დაბა ნარუჯის კოორდინატორმა მანუჩარ გოგრიჭიძემ და შტაბის წარმომადგენელმა ლელა ნაცვალაძემ ბრიფინგი გაიმართეს.
მათი განცხადებით, დაბა ნარუჯის ერთ-ერთ უბანში ე.წ. “ჩოლოქის“ მაცხოვრებლებს საკრებულოს წევრი, დაბა ნარუჯის მაჟორიტარი დეპუტატი, საკრებულოს წევრი ვალოდია ბერიძე და ა.(ა).ი.პ სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრის დირექტორი გიგა ხარაბაძე მოსახელობას აშანტაჟებენ და ხმის “ქართული ოცნების” სასარგებლოდ მიცემას სთხოვენ.
“ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ ამ უბანში ნინო ბურჯანაძის ძალიან ბევრი მხარდამჭერია. ეუბნებიან მათ, რომ როცა არჩვენები დამთავრდება და გაიმარჯვებენ, მერე ნახონ, რა მოუვათ. ხელისუფლებამ კარგად დაინახა, როგორი შეხვდერა გვქონდა გუშინ ნარუჯაში და ეს არ მოეწონათ აშკარად,” _ განაცხადეს შტაბში.
ა.(ა).ი. პ სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრის დირექტორმა 1 საათის წინ გიგა ხარაბაძემ “გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მისი განცხადებით, იგი 1 კვირაა შვებულებაში იმყოფება. თუმცა, სალკრებულოს წევრმა ვალოდია ბერიძემ ფაქტობრივად, დაადასტურა.
“აგიტაციის უფლება მაქვს. თუმცა, არავინ არ შემიშინებია და არავის ქვებით არ გამოვკიდებივარ. რაც შეეხება გიგა ხარაბაძეს, ეს მას კითხეთ, შეხვდა თუ არა ნარუჯის მოსახლეობას,” _ უთხრა “გურია ნიუსს” ვალოდია ბერიძემ.