_ აქ რატომ ხართ?
_ისე, უბრალოდ, ბაღში ვარ გამოსული.
-ბაღში გამოსული როგორ ხარ, როცა რამდენიმე წუთია გხედავთ და მანქანიდან არც კი გადმოსულხარ, ისე ადევნებ სიტუაციას თვალს.
-მერე რა მოხდა კაცო.
-რას აკეთებ აქ, ხომ საარჩევნო უბნებია?
-არაფერს არ ვაკეთებ მე, მე ვდგავარ აქ უბრალოდ
_უბრალოდ დგომა რას ქვია?
__დღეს ვისვენებ და ვდგავარ, არ შეიძლება რომ ვიდგე?
_უბნებს აკონტროლებ?
-მოდი რა, მე თქვენ ახლა კომენტარს არ გაგიკეთებთ, არ გაძლევთ მაგის უფლებას, რომ კარი შემომიღოთ, არც ვალდებული ვარ გაგცე პასუხი, პროსტა ვდგევარ და რა ვქნა არ ვიდგე?
_თქვენი სახელი და გვარი?
–აუ, კარგით რააა! კარგად იყავი, -გვითხრა სიხარულიძემ და მანქნის კარი მიიხურა.
შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი გოჩა ფერსაშვილი კი “გურია ნიუსთან” აცხდებს, რომ ის არცერთ მის თანამშრომელს არანაირ საიდუმლო დავალებებს არ აძლევს.