მაგალითად: ჩხატაურის #62 საოლქო საარჩვენო კომისიის #15 საარჩვენო უბანზე იმყოფებოდა მრეწველების ჩოხატაურის რაიონული ორგანიზაციის ხემძღვანელი თემურ ხუხუნაიშვილი. ჩვენ დანახვაზე იგი უბნიდან გამოვიდა და აღნიშნა, რომ ხმის მისაცემად იმყოფებოდა. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ხუხუნაიშვილს ხმა არ ჰქონდა მიცემული და მან ჩვენი გადამღები ჯგუფის თავლწინ მისცა ხმა.
“კი ვიყავი იმ უბნზე შემოსული, მაგრამ აღმოჩნდა რომ პირადობა დამავიწყდა და უკან გავბრუნდი მოსატანად”, _ განაცხადა მან.
თუმცა, საარჩვენო უბანზე მყოფი ადამიანების განცხადებით, ხუხუნაიშვილი მთელი დღეა იქ იმყოფება, მიმდინარე პროცესებს აკვირდება და ხმის მისაცემად მისულ ამომრჩეველთა უმეტესობასაც ესაუბრება.
“სამართლიანი არჩევნები” წარმოამდგენელთა თქმით, პარტიების ხელმძღავნელები, საკრებულოს წევრები სხვდასხვა უბნებზე შეიმჩნევიან და დამკვირვებლებისა დ მედიის გამოჩენისთანავე იმალებიან. საჩივრები ამის თაობაზე უკვე მზადდება.
აღნიშნულზე ვიდეო მასალას “გურია ნიუსი” უახლოეს ხანში მოგაწვდით.