“მე ვფიქრობ, რომ აქ აშკარა კანონდარღვევა არ არის, იმიტომ რომ აგიტაცია კანონის თანახმად არის ამომრჩევლისთვის მოწოდება, მხარი დაუჭირონ ამა თუ იმ კანდიდატს. ამომრჩეველს აქვს უფლება, თავად განაცხადოს ვის მისცა ხმა. თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს არ არის სწორი პრაქტიკა და მაღალი თანამდებობის პირებმა თავი უნდა შეიკავონ მსგავსი განცხადებებისაგან საარჩევნო უბნებზე”, _ განმარტა ნინო ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბანზე მისულმა თეა წულუკიანმა და ბიძინა ივანიშვილმა განაცხადეს, რომ “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიატს, გიორგი მარგველაშვილს მისცეს ხმა.