პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის შტაბი ამ ფაქტს ეხმაურება და აცხადებენ, რომ მსგავსი ქმედება დაბალი პოლიტიკის დონეს წარმოადგენს.
“ეს რაც ხდება დღეს და არა მარტო დღეს არის სამარცხვინო და დასაგმობი. რამდენიმე დღის წინ ცოცხები ჩვენს შტაბს მიახატეს და ეს ხდება ქალაქის ცენტრში. სად არიან სამართალდმცავები?! დღისით ხდება ასეთი ფაქტი და არავინ ყურადღებას არ აქცევს”, _ ანაცხადა ჩვენთან საუბრის დროს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ოთარ რევიშვილმა.