“წინა არჩევნებთან შედარებით ვითარება ძალიან შეიცვალა. ცვლილება არის ძალიან დიდი და პოზიტიური. მე ვიტყოდი, რომ ეს არჩევნები არის მართლა წინ გადადგმული ნაბიჯი.
საარჩევნო გარემოც გაცილებით თავისუფალი და დემოკრატიული იყო. მედიაგარემო და კანონმდებლობაც გაუმჯობესდა. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები მასობრივად არ ყოფილა. შესაბამისად, წინა წელს თუ შევადარებთ, ნამდვილად უკეთესი არჩევნები გვაქვს.
რაც შეეხება დღევანდელ დღეს, მხოლოდ პროცედურული დარღვევები დაფიქსირდა და ამანაც იკლო16 საათისთვის. ეს კი არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს. კარგი იქნება, ამგვარი დარღვევებიც რომ არ იყოს. ვიმედოვნებ, მომავალში ამგვარი დარღვევებიც არ გვექნება,” _ აღნიშნა ეკა გიგაურმა.