ამ დილით სენაკის საარჩევნო ოლქში მოხდა ჩანაცვლება, კერძოდ, “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის წარმომადგენელი სენაკის საარჩევნო ოლქში გურამ მისაბიშვილის მაგივრად გახდა ნატო ქვარაია, რამაც არასამთავრობოების და სენაკის მოსახლეობის დადებითი შეფასება დაიმსახურა.
ამ დროისთვის სენაკის საარჩევნო უბნებზე 8000-ზე მეტი ამომრჩეველია მისული. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების თქმით, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა სენაკში არჩევნებმა მშვიდად და გაყალბების გარეშე ჩაიაროს.