აღსანიშნავია, რომ არც ერთ მათგანს პოლიციელის ფორმა არ აცვია. თუმცა, როგორც შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი ამბობს, ეს აუცილებელი არაა:
_ არანაირი საიდუმლო დავალებები არ აქვს არავის მიცემული. პოლიციელები ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეთანხმებით. ისინი არ არიან საარჩევნო უბნების ტერიტორიაზე _ არც შენობაში, არც ეზოში და მოშორებით რომ იმოძრაონ, სრული უფლება აქვთ, _ ამბობს გიორგობიანი "გურია ნიუსთან" საუბრისას.
_ ქალბატონო ნინო, მთელი დღე უნდა იდგნენ უბნებთან ფორმის გარეშე?
_ ისინი, ვისზეც თქვენ საუბრობთ, კანონს არ არღვევენ და ასრულებენ თავიანთ მოვალეობას.
_ არ არის აუცილებელი რომ ფორმა ეცვათ?
_ არა. ისინი ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეთანხმებით მოქმედებენ. განცხადებაში აღვნიშნეთ კიდეც, რომ უბანზე შევა საარჩევნო უბნის თავმჯდომარის თხოვნის შემდეგ, უბანში და ეზოში არ იქნებიან. ისე კი, ბუნებრივია, შეასრულებენ მოვალეობას.
_ როგორც გვითხრეს, მათ საიდუმლო დავალება აქვთ…
_ არავინ არაფერს ეგეთს არ ამბობს. როგორც მე მითხრეს, არ უთქვამთ მსგავსი რამ (პოლიციელის კომენტარი საიდუმლო დავალებაზე შეგიძლიათ იხილოთ აქ).
_ შეგიძლიათ, შესაბამისი ვიდეომასალა ჩვენ ვებგვერდზე ნახოთ.
_ მათ არანაირი საიდუმლო დავალებები არ აქვთ მიცემული. არჩევნები მიმდინარეობს ძალიან მშვიდად და ხელოვნურად ნუ დაძაბავენ სიტუაციას კიდევ ერთხელ მინდა ეს ყველას ავუხსნა, _ ამბობს გიორგობიანი.