https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

    ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

    ომანის სანაპიროსთან ნავთობტანკერზე თავდასხმა მოხდა

    რუსეთმა დონეცკის ოლქი დაბომბა

    ირანში აშშ-ს საელჩოზე შტურმი სცადეს

    ისრაელში მოსალოდნელი სარაკეტო თავდასხმის გამო, განგაშია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ჩემი თვალით დავინახე, აქციის დარბევის დროს როგორ ჩახოცეს ადამიანები…”

15:06; 30.06.2011
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ყოფილი პოლიცმაისტერი 26 მაისის ღამეს, თბილისში, დემონსტრაციის დარბევისას დააკავეს და 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ჩვენ გია გურგენაძესთან ინტერვიუ პატიმრობიდან გათავისუფლების მეორე დღეს ჩავწერეთ:

_ ბატონო გია, უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ გათავისუფლებას! რა ვითარებაში მოხდა თქვენი დაკავება?

_ ეს მოხდა მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევის დროს. მე დამაკავეს და ბრალი წამიყენეს 171-ე მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას _ თითქოს არა ერთი მოწოდების მიუხედავად, ვაგინებდი და ვლანძღავდი სამართალდამცველებს და ვუწევდი მათ წინააღმდეგობას. არადა, რა თქმა უნდა, ასეთ ფაქტს იქ ადგილი არ ჰქონია _ ადამიანები ამ მუხლით ტყუილად დააკავეს. ალბათ, დამიჯერებთ, რომ არ ვარ ის ადამიანი, ვინმეს შევაგინო და შეურაცხყოფა მივაყენო.

მე კი არა, იქ არავის გაუწევია წინააღმდეგობა, ამის არანაირი შანსი, საშუალება და რაც მთავარია, სურვილი არ ყოფილა. ჩემი მხრიდან გამორიცხული იყო პოლიციისთვის მეგინებინა _ 28 წელი ვიმუშავე ორგანოში, ვიყავი მაღალჩინოსანი და ასეთ არაკორექტულ ქმედებას არათუ არ ჩავიდენდი, გვერდზე მდგომს რომ გამოეყენებინა ასეთი ფრაზები, მას კორექტულობას კატეგორიულად მოვთხოვდი. იქ ისეთი სიტუაცია იყო, მომიტინგეს გინების და მით უფრო, წინააღმდეგობის გაწევის არანაირი შესაძლებლობა არ ჰქონდა. ჩემი თვალით დავინახე, თუ როგორ ჩახოცეს ადამიანები.

_ თქვენ ამბობთ, რომ ადამიანები ჩახოცეს. როგორ ფიქრობთ, რამდენი ადამიანი დაიღუპა თქვენს თვალწინ?

_ კონკრეტულად ამას ვერ გეტყვით. იმ სიტუაციაში შეუძლებელია იყო რაიმე დამეზუსტებინა, მაგრამ ისე ესროდნენ ახლოდან, რომ…

_ თქვენც გცემეს?

_ რატომ არ მცემდნენ? რითი ვიყავი სხვებისგან გამორჩეული? იქ ყველას სცემდნენ და მცემეს მეც, მაგრამ ეს არ იყო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება _ არ მქონია მოტეხილობა და არც ქირურგიული ჩარევა დამჭირვებია.

განსაკუთრებით მძიმე იყო გაზის მოქმედება.

_ რა ხდებოდა დაკავების შემდეგ? პოლიციის სამმართველოში გაგრძელდა ცემა ან თუნდაც შეურაცხყოფების მოყენება?

_ რა თქმა უნდა, იქაც ხდებოდა დარღვევები. ცემაზე მეტად იყო დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი მოქმედებები. პოლიციაში მუშაობის იმხელა სტაჟი მაქვს, რომ ნამდვილად მაქვს ამის თქმის უფლება _ მიტინგის დარბევისას და დაკავების შემდეგ სამმართველოებშიც აშკარად ჩანდა, რომ პოლიცია არის პოლიტიზირებული. ეს არის ყველაზე ცუდი _ პოლიცია უნდა იყოს წესრიგის დამცველი ორგანო.

_ როგორც ყოფილ პოლიციელს, გამორჩეულად ხომ არ “გიტევდნენ”?

_ არა, პირიქით, როცა ვუთხარი, რომ ვარ ყოფილი მაღალჩინოსანი პოლიციელი და თქვენ რომ იყოთ ჩემს ადგილზე, ესეც გაითვალისწინეთ,-მეთქი, აშკარად უფრო ლმობიერები გახდნენ. თუმცა, სპეცრაზმელები იყვნენ დაუნდობლები _ განსაკუთრებით ჩანდა, რომ ისინი იყვნენ იყო პოლიტიზირება.

_ თქვენ როგორ მოხვდით ჩოხატაურის იზოლატორში?

_ ეს ჩემთვისაც აუხსნელია. დასავლეთში მოხვდნენ თბილისისა და აღმოსავლეთ საქართველოს წარმომადგენლები, ამ ლოგიკით მე მიწევდა, სავარაუდოდ, კახეთი. ვფიქრობ, ასე გადანაწილება იმიტომ მოხდა, რომ ახლობლებს დროულად ნახვის პრობლემა შექმნოდა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მე გამიმართლა და ჩოხატაურში აღმოვჩნდი, ჩემს შესახებ ოჯახმა სამი დღის მანძილზე არაფერი იცოდა.

_ ბატონო გია, ჩვენც დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვიგებდით თქვენს შესახებ ვერაფერს. თქვენი თანამოაზრეებიც ინფორმაციის გარეშე იყვნენ. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ რაღაცების შეეშინდათ და არ სურდათ ამაზე საუბარი. დღეს ვინმე შეგეხმიანათ?

_ კი, მე დამირეკეს თბილისიდან, აჭარიდან…

_ ეგ გასაგებია, მე ადგილობრივ თანამოაზრეებს ვგულისხმობ.

_ აქედან ჯერ არავინ დამკავშირებია, გარდა გელა კვერენჩხილაძისა.

_ რა ხდებოდა ჩოხატაურის იზოლატორში?

_ დარღვევები იქაც იყო, თუმცა, რაც მომისაჯეს, ვიცოდი, უნდა მომეხადა _ მათ ამაზე გავლენის მოხდენა არ შეეძლოთ, თუმცა, იქაც გამოჩნდა, რომ პოლიცია არის პოლიტიზირებული. ჩემთან ერთად 4 ადამიანი გათავისუფლდა, უმეტესად არიან ახალგაზრდები, სტუდენტები, სტიქაროსნები… მართალია, 30 დღე იზოლატორში გავატარე, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ეს ახალგაზრდები ახლოს გავიცანი. მე არ ვარ ტერორისტული სულის ადამიანი, რაც შემდეგ დაააბრალეს ჩვენს მოძრაობას, მე გახლავართ ჩემს ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი და ეს არა მგონია, დანაშაული იყოს. 2008 წელს, მიუხედავად იმისა, რომ ვარ ოპოზიციონერი, მე წერილობით მივმართე ლანჩხუთის გამგებელ გია გოგუაძეს, რათა გუბერნატორ ვალერი ჩიტაიშვილის დახმარებით მომხდარიყო ჩემი გამგზავრება ფრონტზე, სადაც ჩვენი ქვეყნის ბედი წყდებოდა. მე ამით მაშინ გამოვეხმაურე პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ საყოველთაო მობილიზაციას. თუ ოპოზიციონერი ვარ, მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყანაში დასაქმების პრობლემა მოგვარდეს, ქვეყნის ეკონომიკა განვითარდეს და იყოს სამართალი, თორემ არც გადამტრიალებელი ვარ და კატეგორიულად ვაცხადებ, არაკანონიერს არასდროს არაფერს ჩავიდენ, მით უმეტეს, ჩემი ქვეყნის საწინააღმდეგოდ!

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"მთაწმინდის ჰანგები"

დასუფთავების აქცია

ყველა სიახლე

პოლიტიკა

რის შესახებ ესაუბრა ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს

22:13; 1.03.2026
საზოგადოება

სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში, შეექმნება თუ არა საფრთხე სხვის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, სადაც ცხოვრობთ – იურისტის განმარტება

18:31; 1.03.2026
პოლიტიკა

განიხილავს თუ არა “გახარია საქართველოსთვის” ოპოზიციასთან გაერთიანებას – რას ამბობს ტატა ხვედელიანი

18:16; 1.03.2026
პოლიტიკა

„შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები ამოქმედდა

17:14; 1.03.2026
საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევა გორში – ვიდეო ადგილიდან

16:39; 1.03.2026
სპორტი

ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტაშკენტის ,,გრანდ სლემის” ვიცე-ჩემპიონია

16:33; 1.03.2026
საზოგადოება

როდის გამოიდარებს საქართველოში? – პროგნოზი უახლოესი დღეებისთვის

16:22; 1.03.2026
საზოგადოება

თბილისის მერია: უხვი ნალექის გამო დედაქალაქში გარკვეული პრობლემები შეიქმნა

16:00; 1.03.2026
საზოგადოება

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან 20-ზე მეტი ფრენა გაუქმდა

15:21; 1.03.2026
საზოგადოება

სამხრეთ საქართველო და გაზაფხული:  „1 მარტს თოვლის ნაბდით დახვდა“

15:03; 1.03.2026
მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

14:57; 1.03.2026
მსოფლიო

ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

14:49; 1.03.2026
საზოგადოება

კლდოვანი მასა ჩამოვიდა – აკრძალულია მოძრაობა

14:22; 1.03.2026
საზოგადოება

საბურთალოზე კედელი ჩამოიშალა

14:19; 1.03.2026
საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

13:28; 1.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

10:16; 27.02.2026
0

“რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

10:11; 27.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო