საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა წინსვლას, განვითარებას, სამართლიანობას და უარი თქვა უზნეობაზე, ძალადობაზე და გაყალბებაზე. ვულოცავთ ბატონ გიორგი მარგველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას.
ამავე დროს ეს არჩევნები იყო ერთგვარი შეფასება ბიძინა ივანიშვილის, როგორც პრემიერმინისტრის საქმიანობისა. სასიხარულოა, რომ მადლიერებამ იმძლავრა უმადურობაზე. ამისთვის დიდი მადლობა ამომრჩეველს, განსაკუთრებით ჩვენს ჩოხატაურელებს. მადლობა ყველა აქტივისტს, აგიტატორს, საუბნო შტაბების უფროსებს, რომ არა თქვენი ერთგულება და პასუხისმგებლობა, გიორგი მარგველაშვილის ჩოხატაურის საარჩევნო შტაბი ვერ აჩვენებდა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ შედეგს.
მადლობა კომისიის ყველა წევრს, წარმომადგენელსა და დამკვირვებელს საარჩევნო პროცესის სამართლიანად და ობიექტურად წარმართვისათვის.
მადლობა ჩვენს ოპონენტებსაც, მოდუნების საშუალებას რომ არ გვაძლევდნენ.
შედეგებიდან გამომდინარე, დაკისრებული პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, “კოალიცია ქართული ოცნების” ყველა წევრს, კიდევ ერთხელ გილოცავთ საარჩევნო კამპანიის წარმატებით დასრულებას და გისურვებთ მომავალ გამარჯვებებს.
გიორგი მარგველაშვილის ჩოხატაურის საარჩევნო შტაბი:
ირაკლი კუჭავა, ზაალ მამალაძე, გელა ლომინეიშვილი, ზვიად მამალაძე, ნუკრი ფოცხიშვილი,
კოკა მდინარაძე, გელა ეზიეშვილი, მალხაზ ოსეფაიშვილი,
დავით შარაშიძე, თამაზ დევიძე, სოსო შარაშიძე, ირაკლი ბერძენიშვილი, დავით გუდავაძე
(R)