მან ასევე, ჩვენთან საუბრის დროს საპრეზიდენტო არჩევნები შეაფასა.
“ყველა კანდიდატი და ყველა პარტია არჩევნებში ბრძოლობს გამარჯვებისთვის, თუმცა არ უნდა დავკარგოთ ჩვენ რეალობის შეგრძნება და რეალობიდან გამომდინარე უნდა შევძლოთ პარტიამ და პარტიულმა სტრუქტურამ, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ მოცემული სიტუაციიდან გამომდინარე. ჩვენ ვიგეგმებოდით მეორე ტურისთვის და ამის რეალური შანსი იყო. სხვა პარტიებს, რომ უფრო მეტი ეაქტიურათ, აუცილებლად მეორე ტური იქნებოდა. არჩევნბის შედეგებმა აჩვენა, რომ ქართველმა მოსახლეობამ გადაწყვიტეს, მხარი დაუჭირეს „ქართული ოცნების“ კანდიდატის გიორგი მარგველაშვილს. ჩვენ პატივს ვცემთ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას და მივესალმებით. იმედია, ქართველი ხალხის ნდობას გაამართლებს. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და დავით ბაქრაძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქვეყანაში არის ოპოზიციური მყარი მხარდამჭერი, რომელიც გამოიხატება იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც ჩვენი კანდიდატის სასარგებლოდ მისცა ხმა. საქართველოს მოსახლეობის 22 %-მა დაგვიჭირა მხარი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ დღეიდან ნაციონალური მოძრაობა ვემზადებით ადგილობრივი არჩევნებისთვის და ჩვენ მაქსიმალურად გავაკეთებთ იმას, რომ უფრო მეტი მხარდაჭერა მივიღოთ და უფრო მეტი ნდობა მივიღოთ”, _ გვითხრა მიხეილ გოგოტიშვილმა.