(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, საქართველოში მოქმედი ყველა საჯარო ბიბლიოთეკა, შესაძლოა, გაუქმდეს. წყაროს ცნობით, წიგნადი ფონდები საჯარო სკოლებს გადაეცემათ, თუმცა, ჯერ არ ზუსტდება, როგორი სახით მოხდება გადაცემა _ სკოლებში სამკითხველო დარბაზი შეიქმნება, თუ წიგნებს უშუალოდ სკოლები განკარგავენ, რომლებიც კერძო სამართლის იურიდიული პირები არიან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ გურიაში. ჩოხატაურის საბიბლიოთეკო გაერთიანების უფროსის მაია მელუას თქმით, მსგავსი სახის ინფორმაცია მათთვის არავის მიუწოდებია:
_ ნამდვილად არ ვარ საქმის კურსში. საუბარი ამ საკითხზე, თუმცა, როგორც ვიცი, სკოლებმა თქვეს უარი. მე მხოლოდ ის ინფორმაცია მაქვს, რომ ჩოხატაურში, შესაძლოა, 3 ბიბლიოთეკა კიდევ გაიხსნას, _ გვითხრა მელუამ.