ხვალ ამ საქმესთან დაკავშირებით სამმართველოში “გურია ნიუსის” ჟურნალისტი, ნატო გოგელია არის დაბარებული.
“გურია ნიუსის” ჟურნალისტი, ნატო გოგელია ამბობს, რომ მას “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა არ მისცა საშუალება, შეკითხვა დაესვა ჩოხატაურის 62-ე საარჩევნო უბანზე მყოფი ქალბატონებისთვის, რომლებიც ხმის მისაცემად მისული ამომრჩევლების ვინაობას იწერდნენ და თან ჰქონდათ სააგიტაციო მასალა.
აღიძრება თუ არა ამ საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

































































