აღნიშნულზე შეფასება “გურია ნიუსმა” იურისტებს სთხოვა.
“ზოგადად, უბანზე იკრძალება შეიარაღებული პირის ყოფნა. მახსოვს, შარშანაც იყო ამგვარი შემთხვევები, როდესაც საარჩევნო უბნებზე იყვნენ სამართალდამცავები მობილიზებული. მე, პირადად, არ მივესალმები ამგვარ ფაქტს, რადგან ეს აღიქმება გარკვეულწილად ამომრჩეველზე ზეწოლად. თუმცა, კანონის დარღვევა არ არის,” _ განაცხადა “სამართლიანი არჩევნების” იურისტმა ნინო ლომჯარიამ.
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე კახა კოჟორიძეც ამბობს, რომ არასასურველია პოლიციელების უბანთან ახლოს ყოფნა, მაგრამ ამას დარღვევად არ მიიჩნევს.
“საარჩევნო უბანზე პოლიციის ყოფნა არაა კარგი ფაქტი. თუმცა, აღვნიშნე, რომ პოლიცია დისტანცირებული იყო უბნებისგან, წინა წლებისგან განსხვავებით. თუ რამე დაძაბულობა ხდება უბანზე, პოლიცია არათუ არ უნდა იდგეს, არამედ ეს მათი მოვალეობაა,” _ ამბობს კოჟორიძე.