არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ კი სიტყვა აასრულა და თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა, რომელიც დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დატოვა.
გუნავას განცხადებით, მისი გადაწყვეტილების დაკმაყოფილება უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში მოხდება, მანამდე კი მოვალეობის შესრულებას განაგრძობს. თანამდებობის დატოვების შემდეგ კი პარტიულ მუშაობას გააგრძელებს.