ჩოხატაურის #62 საოლქო საარჩევნო კომისიის მე-17 უბნის (ზოტი) ოქმს კომისიის ბეჭედი არ არტყია.
აღსანიშნავია, რომ ეს ის უბანია, რომლიდანაც მოტანილ ოქმს თან ორი ფურცელი ახლდა, რომელიც საოლქო კომისიის თავმჯდომარემ მაგიდის ქვეშ ჩააგდო, თუმცა, ჩვენ ფურცლების ნახვა მაინც მოვახერხეთ. როგორც აღმოჩნდა ზოტიდან ცარიელი შესწორების ოქმები ჩამოიტანეს და მასზე როგორც კომისიის ბეჭედი, ასევე ყველა წევრის ხელმოწერა იყო. ჩვენ კითხვაზე რატომ ჩამოიტანეს ხელმოწერილი და ბეჭედ დასმული ცარიელი ოქმი, კომისიის მდივანმა აღნიშნა, რომ ამის მითითება საოლქოდან მისცეს, თუმცა, ამას არ დაეთანხმა თემურ კუტუბიძე:
_ რა გინდათ ახლა, თქვათ რომ მე დავავალე? მე არაფერი მითქვამს და აქ რა უთხრეს არ ვიცი, _ აღნიშა კუტუბიძემ.
ზოტის საარჩევნო კომისიის მდივანმა აღნიშნული ოქმის უკან წაღება მოინდომა, თუმცა, ორიდან ერთ-ერთი ორიგინალის მოპოვება მაინც შევძელით. აღსანიშნავია, რომ ამ ინციდენტზე იქ მყოფ არცერთ დამკვირვებელს შენიშვნა არ გამოუთქვამს.