პარლამენტის შენობის ლოგოდ თბილისში მდებარე საქართველოს პარლამენტის შენობა შეარჩიეს. რასაც პროტესტი მოჰყვა უმცირესობის დეპუტატის გია თევდორაძის მხრიდან.მისი განცხადებით ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ერთპიროვნულად აქვთ გადაწყვეტილი საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისიდან გადატანის საკითხი.
“ჯერჯერობით ქვეყნის კონსტიტუციით პარლამენტის შენობის ადგილი ქუთაისია და მე იმედი მაქვს რომ ასეც დარჩება. როგორც დეპუტატი და როგორც ამ ქალაქის მოაქალაქე ყველანაირად შევეცდები რომ დავიცვა პოზიცია, რომელიც უცვლელია. პარლამენტი ქუთაისში უნდა დარჩეს”, _ განაცხადა უმცირესობის დეპუტატმა გია თევდორაძემ.
სხვა პოზიცია აქვს პარლამენტის ვიცე- სპიკერ მანანა კობახიძეს, რომლის განცხადებით პარლამენტის ბალანსზე მხოლოდ თბილისში არსებული საკანონმდებლო ორგანოს შენობაა და არა ის, რომელიც ქუთაისშია. ამიტომ ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ პარლამენტის ლოგოდ ძველი შენობაა გამოყებენული.
“ლოგოს ახალ ვარიანტზე, გამოსახულია საქართველოს პარლამენტის შენობა. საქართველოს პარლამენტს ბალანსზე, მხოლოდ ერთადერთი შენობა აქვს. ეს არის რუსთაველზე მდებარე პარლამენტის შენობა. ამ შენობას რაც შეეხება ის პარლამენტის ბალანსზე საერთოდ არ არი.ს იმიტომ, რომ დაუმთავრებელია და მიღება ჩაბარების აქტი ვერ შედგა. ამიტომაც ბალანსზე ვერ ავიყვანდით. ბუნებრივია, ის რაც არის პარლამენტის საკუთრება ის ავიღეთ ლოგოდ”, _ განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ლოგოდ ბოლო მოწვევის პარლამენტს, ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა ჰქონდა გამოყენებული.